ბრაზილია. სერია A. XXII ტური: ლიდერი მდევრებს გაექცა

AutoSharing Option
ბრაზილიის ჩემპიონატის მორიგი ტურის და შესაძლოა მთლიანად ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა ბელო ორიზონტიში გაიმართა - "კრუზეირომ" მეორე ადგილზე მყოფ "ბოტაფოგოს" უმასპინძლა და უმთავრეს კონკურენტს დიდი ანგარიშით სძლია.

შეხვედრის გმირი გახდა ჟულიო ბაპტიშტა, რომელმაც დუბლი შეასრულა, ანტიგმირის მანტია კი მადრიდის "რეალის" კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა, კლარენს ზეედორფმა მოირგო - ვეტერანმა ჰოლანდიელმა შეხვედრის 54-ე წუთზე, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 1:0 იყო, 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.

სამი გოლიდან ყველაზე ლამაზი ნილტონის ბურთი გამოდგა, რომელმაც ვილიანის კუთხურის შემდეგ ბურთს უცნაური მოძრაობით ქუსლი დაჰკრა და ისე გაიტანა.
ნილტონმა თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ "ვასკოს" ყოფილმა ფეხბურთელმა გოლის გატანა რამდენიმე დღის წინაც შეძლო, როდესაც მისი ერთადერთი გასროლის წყალობით "მელიებმა" შესანიშნავ ფორმაში მყოფი "ატლეტიკო პარანაენსე" დაამარცხეს და ამ უკანასკენელს 13-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტეს.

"კრუზეირომ" ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და "ფოგოს" 7 ქულით გაასწრო. მარსელო ოლივეირას შეგირდებმა ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. შეგახსენებთ, რომ "კრუზეიროს" ბრაზილიის ჩემპიონატი სულ ორჯერ, 1966 და 2003 წლებში აქვს მოგებული.

XXII ტური

ვასკო-ვიტორია 1:2
გოლები: 1:0 ანდრე (8), 1:1 ალემაო (81), 1:2 მარკინიოსი (90)

გრემიო-სანტოსი 1:1
გოლები: 1:0 ელანო (73), 1:1 ვილიან ჟოზე (86)

კრისიუმა-ფლუმინენსე 1:2
გოლები: 1:0 ლინსი (39), 1:1 ბრუნო (45), 1:2 ბრუნო (71)

კორიტიბა-გოიასი 2:2
გოლები: 1:0 ლინკოლნი (7), 1:1 რონი (38), 1:2 ედუარდო საშა (70), 1:1 რობინიო (74)

სან პაულო-ატლ. მინეირო 1:0
გოლი: 1:0 ველიტონი (27)

პონტე პრეტა-კორინთიანსი 2:0
გოლები: 1:0 ფელიპე ბასტოსი (88), 2:0 ადაილტონი (90)

კრუზეირო-ბოტაფოგო 3:0
გოლები: 1:0 ნილტონი (45), 2:0 ჟულიო ბაპტიშტა (81-პენ), 3:0 ჟულიო ბაპტიშტა (87)

ფლამენგო-ატლ. პარანაენსე 2:4
გოლები: 1:0 ერნანი (2), 2:0 ლუის ანტონიო (8), 2:1 ფრან მერიდა (21), 2:2 დელატორე (54), 2:3 მარსელო (78), 2:4 როჟერი (81)

ბაია-ინტერნასიონ. 2:0
გოლები: 1:0 ფეიჟაო (51), 2:0 ფერნანდაო (88)

პორტუგეზა-ნაუტიკო 3:0
გოლები: 1:0 მოიზესი (8), 2:0 ჟილბერტო (35), 3:0 ბრუნო ენრიკე (41)

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 13 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 11 - ვილიამი (პონტე პრეტა); 10 - ალექსი (კორიტიბა); 9 - ანდრე (ვასკო და გამა), ფერნანდაო (ბაია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XXI ტური: ლიდერთა დუეტი გამოიკვეთა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული