არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
ალეხანდრო საბელიამ ის ფეხბურთელები დაასახელა, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორი შეხვედრისთვის გამოიძახა. "ალბისელესტე" 11 ოქტომბერს პერუს ნაკრებს უმასპინძლებს, 15-ში კი სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის კლასიკა გაიმართება: ურუგვაი-არგენტინა.

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინას მუნდიალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, საბელია ექსპერიმენტებს მოერიდა და ისევ ძველ გვარდიას ენდო. შორს წაგვიყვანს იმ ფეხბურთელთა ჩამოთვლა, ვინც სპეციალისტების აზრით ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს, მაგრამ ეროვნულ გუნდში ვერაფრით ხვდება. უბრალოდ, გეტყვით, რომ არგენტინელი ჟურნალისტები მაურო იკარდის კიდევ ერთმა არგამოძახებამ გააოცა - არგენტინელები შიშობენ, რომ იკარდის
დაკარგვის საფრთხე რეალურია და ახლა, როდესაც ნაკრებს ჩემპიონატის საგზური მოპოვებული აქვს, "ინტერის" ფორვარდის გამოძახების და საბოლოოდ დაბევების კარგი შესაძლებლობა იყო.

შეგახსენებთ, რომ იკარდის არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში კი უთამაშია, მაგრამ ფიფას ახალი წესების გამო, მას იტალიის ეროვნულ გუნდში თამაშის უფლება მაინც აქვს.

აქვე გეტყვით, რომ ხავიერ მასკერანო პერუსთან დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს და გუნდს მხოლოდ ურუგვაისთან თუ დაეხმარება.

მეკარები: მარიანო ანდუხარი (კატანია), სერხიო რომერო (მონაკო)

მცველები: უგო კამპანიარო (ინტერი), ფედერიკო ფერნანდესი (ნაპოლი), პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი), ფაბრისიო კოლოჩინი (ნიუკასლი), მარკოს როხო (სპორტინგი), ესეკილ გარაი (ბენფიკა), კრისტიან ანსალდი (ზენიტი), ხოსე ბასანტა (მონტერეი)

ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (ბარსელონა), ანხელ დი მარია (რეალი), ევერ ბანეგა (ვალენსია), აუგუსტო ფერნანდესი (სელტა), რიკი ალვარესი (ინტერი), ლუკას ბილია (ლაციო), ხოსე სოსა (მეტალისტი)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), როდრიგო პალასიო (ინტერი), გონსალო იგუანი (ნაპოლი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ერიკ ლამელა (ტოტენჰემი), ესეკილ ლავეცი (პსჟ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალეხანდრო საბელიას ლიონელ მესის იმედი მაინც აქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული