ბრაზილია. სერია A. XVI ტური: "კრუზეიროს" სატიტულო კრუიზი

AutoSharing Option
"ბრაზილეირაოს" 26-ე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა "კრუზეირომ" და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

კვლავ დამარცხდა "ბოტაფოგო", რომლის მთავარი მწვრთნელი ოსვალდო დე ოლივეირა თამაშის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა...

ნამდვილი გუნდი
"კრუზეირო" ბრაზილიის საუკეთესო გუნდია, ამ სიტყვის ყველა გაგებით. თავად განსაჯეთ - ბელუ ორიზონტის წარმომადგენელმა ბოლო 12 შეხვედრიდან 11 მოიგო და მხოლოდ ერთი დაასრულა ფრედ.

ჩემპიონატში მარსელო ოლივეირას გუნდს ყველაზე მეტი, 58 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, საუკეთესო ბომბარდირებში მისი არცერთი წარმომადგენელი არაა.

ყველაზე მეტი ბურთი რიკარდო გულარტის ანგარიშზეა, ვინც ამ ტურში
დუბლი შეასრულა და გოლების რაოდენობა 8-მდე გაზარდა. 7 ბურთი ნილტონმა გაიტანა, 6 - ბორჟესმა, 5-5 ვილიანის, ევერტონ რიბეიროს, ლუანის და ვინისიუს არაუჟოს ანგარიშზეა, 4-ჯერ კი თავი ჟულიო ბაპტიშტამ გამოიჩინა.

"ბოტაფოგო" უკვე მეოთხეა
ხუთ ტურში 4 მარცხი და 1 ქულა - "ბოტაფოგომ" ძალიან მოუკლო და შედეგად, უკვე მეოთხე ადგილს იკავებს.

10-კაციან "გრემიოსთან" წაგების შემდეგ რიო დე ჟანეიროს წარმომადგენლის მთავარი მწვრთნელი ოსვალდო დე ოლივეირა საავადმყოფოში მოხვდა. 64 წლის სპეციალისტმა თამაშის დამთავრებისთანავე მკერდის არეში ტკივილი იგრძნო.

საბედნიეროდ, "ფოგოს" მწვრთნელს სერიოზული არაფერი სჭირს და თუ მის ახლო მეგობარს, ასევე მწვრთნელ რენე სიმოეშს ვერწმუნებით, ოსვალდო თავს უკვე კარგად გრძნობს.

38 წლის გმირი
"ატლეტიკო პარანაენსემ" "კორიტიბას" უმასპინძლა და პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი ორი ბურთის წყალობით მოუგო. ორივეჯერ თავი 38 წლის პაულო ბაიერმა გამოიჩინა, ვის ანგარიშზეც უკვე 7 გოლია.

სხვათა შორის, ეს მატჩი ბაიერისთვის სერია A-ში 355-ე იყო. ამ მაჩვენებლით ის ყველა დროის სიაში მე-6 ადგილზეა, მოქმედი ფეხბურთელებიდან კი მხოლოდ ლიდერ როჟერიო სენის (474 თამაში) და "კრუზეიროს" მეკარე ფაბიოს (361) ჩამორჩება.

ბევრი დუბლი
ამ ტურში ორი გოლი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა გაიტანა, თუმცა განსაკუთრებულ აღნიშვნას "სან პაულოს" მცველის, ანტონიო კარლოსის გარჯა იმსახურებს. "ბოტაფოგოს" ყოფილმა ფეხბურთელმა სეზონში მესამე და მეოთხე გოლები "ვიტორიასთან" გაიტანა და საკუთარ გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

ზედიზედ სამი მატჩის წაგების შემდეგ მურისი რამალიოს გუნდმა 3 ქულის მოპოვებით გასავარდნი ზონა დატოვა და მე-17 ადგილი "ვასკო და გამას" დაუთმო, რომელმაც რიოს დერბიში "ფლამენგოს" ვერ მოუგო.

ბრაზილია. სერია A. XVI ტური
ბოტაფოგო-გრემიო 0:1
გოლი: 0:1 ალექს ტელეში (38)
გაძევება: კლებერი (30. გრემიო)

სან პაულო-ვიტორია 3:2
გოლები: 1:0 ანტონიო კარლოსი (5), 1:1 ჟუანი (24-პენ), 2:1 ლუიშ ფაბიანო (66), 2:2 დინეი (69), 3:2 ანტონიო კარლოსი (87)

ფლამენგო-ვასკო 1:1
გოლები: 1:0 ერნანი (33), 1:1 ვილი (53)

ინტერნასიონ.-ფლუმინენსე 1:0
გოლი: 1:0 ლეანდრო დამიაო (80)
გაძევება: ფაბიო (90. ფლუმინენსე)

ნაუტიკო-კრუზეირო 1:4
გოლები: 0:1 რიკარდო გულარტი (10), 1:1 მაიკონ ლეიტე (29), 1:2 რიკარდო გულარტი (52), 1:3 ევერტონ რიბეირო (58-პენ), 1:4 მაიკი (77)

ატლ. პარანაენსე-კორიტიბა 2:1
გოლები: 0:1 ჟულიო სეზარი (31-პენ), 1:1 პაულო ბაიერი (43), 2:1 პაულო ბაიერი (45)
გაძევება: ს. ესკუდერო (60. კორიტიბა)

ბაია-პონტე პრეტა 1:1
გოლები: 0:1 ვილიამი (22), 1:1 ფერნანდაო (35)

გოიასი-კრისიუმა 1:1
გოლები: 0:1 ლინსი (3), 1:1 ვალტერი (30)

პორტუგეზა-სანტოსი 3:0
გოლები: 1:0 ლუის რიკარდო (16), 2:0 ჟილბერტო (60), 3:0 ჟილბერტო (67-პენ)

ატლ. მინეირო-კორინთიანსი 0:0

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 15 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 13 - ჟილბერტო (პორტუგეზა), ვილიამი (პონტე პრეტა); 11 - ფერნანდაო (ბაია); 10 - ალექსი (კორიტიბა), ანდრე (ვასკო და გამა), ერნანი (ფლამენგო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XXV ტური: "კრუზეირო" სრული სვლით ტიტულისკენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული