ბრაზილია. სერია A. XXVIII ტური: ლიდერი დერბიში დამარცხდა

AutoSharing Option
ბრაზილიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა ლიდერმა "კრუზეირომ", რომელიც ბელუ ორიზონტის დერბიში "ატლეტიკო მინეიროსთან" დამარცხდა. მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე ფერნანდინიომ გაიტანა. ამ გამარჯვებით, "ატლეტიკომ" პირველ წრეში განცდილი გამანადგურებული მარცხისთვის (1:4) რევანში აიღო.

ჩემპიონატში ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა: 20 მატჩი "მამლებმა" ("ატლეტიკო") მოიგეს, 20 "მელიებმა" ("კრუზეირო"), 18 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

კონკურენტის მარცხით ვერ ისარგებლა "გრემიომ", რომელმაც 10-კაციან "ფლუმინენსესთან" ფრედ ითამაშა. მასპინძლები მარცხს შეხვედრის ბოლო წუთზე გადაურჩნენ
- წონასწორობა რაფაელ სობისმა აღადგინა. სამაგიეროდ, მიჯრით მეორე მატჩი მოიგო "ბოტაფოგომ" და მეორე ადგილზე გადავიდა. კვლავ გაიტანა ახალგაზრდა ჟეჟემ, ვინც თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა.

საინტერესოა, რომ "ფოგოს" თანაქალაქელი ჩემპიონატში 2000 წლის (!) შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული და ამ გამარჯვებით მეტოქესთან 21-მატჩიანი (!) მოუგებელი სერია შეწყვიტა. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების ბოლო 6 მატჩი ფრედ იყო დასრულებული.

კიდევ ერთი დერბი სან პაულოში გაიმართა, სადაც აუტსაიდერმა "სან პაულომ" "კორინთიანსს" უმასპინძლა და მატჩის ბოლო წუთზე ხელიდან გამარჯვების მშვენიერი შანსი გაუშვა - ლეგანდარულმა როჟერიო სენიმ პენალტი ვერ გამოიყენა. წელს ამ გუნდებმა უკვე მეოთხედ ითამაშეს (ორჯერ სან პაულოს შტატის ჩემპიონატში) და მათი ბოლო სამი მატჩი ერთნაირი შედეგით, 0:0 დასრულდა.

"პორტუგეზას" დამარცხებით ლიბერტადორესის თასის საგზურისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა "ატლეტიკო პარანაენსემ", რომელიც მე-6-მე-8 ადგილებზე მყოფ "ვიტორიას", "გოიასს" და "ინტერნასიონალს" 8 ქულით უსწრებს. ამ შემთხვევაში, "ატლეტიკო მინეიროს" მხედველობაში არ ვიღებთ, რადგან კუკას გუნდს ლიბერტადორესის თასის საგზური ისედაც ჯიბეში აქვს.

სერია A. XXVIII ტური

ფლუმინენსე-გრემიო 1:1
გოლები: 0:1 ბრესანი (38), 1:1 რაფაელ სობისი (90)
გაძევება: ბირო ბირო (73. ფლუმინენსე)

ვიტორია-კორიტიბა 2:1
გოლები: 1:0 მარკინიოსი (12), 1:1 ჟერალდო (45), 2:1 დინეი (71)

სანტოსი-პონტე პრეტა 2:1
გოლები: 1:0 ევერტონ კოშტა (45), 2:0 მონტილიო (70), 2:1 რაფაელ რატაო (90)
გაძევება: სისინიო (86. სანტოსი)

ინტერნასიონ.-ნაუტიკო 4:1
გოლები: 1:0 დალესანდრო (17), 1:1 ტიაგო რეალი (27), 2:1 ოტავინიო (45), 3:1 ვილიანსი (70), 4:1 კლებერი (82)
გაძევება: მარანიაო (59. ნაუტიკო)

კრისიუმა-ვასკო 3:2
გოლები: 1:0 ველინგტონ პაულისტა (17), 1:1 მარლონი (20), 2:1 ლინსი (24), 2:2 ანდრე (50-პენ), 3:2 ველინგტონ პაულისტა (54-პენ)
გაძევება: ვილი (62. ვასკო და გამა)

ატლ. მინეირო-კრუზეირო 1:0
გოლი: 1:0 ფერნანდინიო (86)

ბოტაფოგო-ფლამენგო 2:1
გოლები: 0:1 ერნანი (13), 1:1 ჟეჟე (42), 2:1 რაფაელ მარკეში (63)

გოიასი-ბაია 3:1
გოლები: 1:0 უგო (5), 2:0 ვალტერი (32), 3:0 ედუარდო საშა (39), 3:1 ვილიამ ბარბიო (68)
გაძევება: ნეტო (55. ბაია)

ატლ. პარანაენსე-პორტუგეზა 1:0
გოლი: 1:0 მარსელო (2)

სან პაულო-კორინთიანსი 0:0

	თ	მ	ფ	წ	ბ	ქ
1. კრუზეირო 28 18 5 5 58-24 59
2. ბოტაფოგო 28 14 7 7 42-32 49
3. გრემიო 28 14 7 7 34-24 49
4. ატლ. პარანაენსე 28 13 9 6 46-35 48
5. ატლ. მინეირო 28 11 9 8 33-28 42
6. ვიტორია 28 11 7 10 40-41 40
7. ინტერნასიონ. 28 10 10 8 43-40 40
8. გოიასი 28 10 10 8 33-34 40
9. სანტოსი 28 10 9 9 34-30 39
10. ფლამენგო 28 9 10 9 34-34 37
11. კორინთიანსი 28 8 13 7 22-17 37
12. ბაია 28 9 9 10 30-35 36
13. ფლუმინენსე 28 9 8 11 32-35 35
14. პორტუგეზა 28 9 7 12 41-41 34
15. სან პაულო 28 9 7 12 26-29 34
16. კორიტიბა 28 8 10 10 31-37 34
17. კრისიუმა 28 9 5 14 37-47 32
18. ვასკო 28 8 8 12 38-45 32
19. პონტე პრეტა 28 7 5 16 29-42 26
20. ნაუტიკო 28 4 5 19 19-52 17
ბომბარდირები: 15 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 14 - ვილიამი (პონტე პრეტა); 13 - ჟილბერტო (პორტუგეზა); 12 - ფერნანდაო (ბაია), ერნანი (ფლამენგო); 11 - ვალტერი (გოიასი), ანდრე (ვასკო და გამა), 10 - ალექსი (კორიტიბა), რაფაელ მარკეში (ბოტაფოგო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XXVII ტური: აუტსაიდერების ტური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული