ბოროტმოქმედებმა მოჭრილი თავი მისივე სახლის წინ ჩანთით დადეს და ის ფეხბურთელის მეუღლემ დილის 5 საათზე აღმოაჩინა..
სანტოსმა ორი წლის წინათ დაასრულა საფეხბურთო კარიერა. ის რიო დე ჟანეიროს რამდენიმე კლუბში, შვედეთსა და ჰონდურასში გამოდიოდა.
შემდეგ კი ე.წ. ფარმაცევტულ ბიზნესს მიჰყო ხელი. ვარაუდობენ, რომ სწორედ ბიზნესის გამო საქმე ნარკობარონთა გარჩევასთან უნდა გვქონოდა, თუმცა შესაძლოა, მკვლელობა მისი მეუღლის, ჟეიზას საქმიანობას უკავშირდებოდეს
თვითმხილველებმა დაინახეს, თუ როგორ მოიტაცეს ჟოაო სანტოსი შეიარაღებულმა პირებმა.
შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყანაში სულ მალე მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს.
ასევე იხილეთ:
ბრაზილიას იმედი მოუკლეს