ყოფილ ბრაზილიელ ფეხბურთელს თავი მოკვეთეს, თვალები დათხარეს და ენა ამოაჭრეს [VIDEO]

AutoSharing Option
ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ჟოაო როდრიგო სილვა სანტოსი კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდა. 35 წლის სანტოსი მოკლეს, შემდეგ თავი მოკვეთეს, თვალები დათხარეს, ენა მოაჭრეს.

ბოროტმოქმედებმა მოჭრილი თავი მისივე სახლის წინ ჩანთით დადეს და ის ფეხბურთელის მეუღლემ დილის 5 საათზე აღმოაჩინა..

სანტოსმა ორი წლის წინათ დაასრულა საფეხბურთო კარიერა. ის რიო დე ჟანეიროს რამდენიმე კლუბში, შვედეთსა და ჰონდურასში გამოდიოდა.

შემდეგ კი ე.წ. ფარმაცევტულ ბიზნესს მიჰყო ხელი. ვარაუდობენ, რომ სწორედ ბიზნესის გამო საქმე ნარკობარონთა გარჩევასთან უნდა გვქონოდა, თუმცა შესაძლოა, მკვლელობა მისი მეუღლის, ჟეიზას საქმიანობას უკავშირდებოდეს
- ის პოლიციელია და სწორედ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეებზე მუშაობს.

თვითმხილველებმა დაინახეს, თუ როგორ მოიტაცეს ჟოაო სანტოსი შეიარაღებულმა პირებმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყანაში სულ მალე მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს.
იხილეთ ვიდეოსიუჟეტი
Sportall.Ge
ასევე იხილეთ:
ბრაზილიას იმედი მოუკლეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული