ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების ორ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს
AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეჰანდრო საბელიამ დაადასტურა, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი ტრავმის გამო ეკვადორთან და ბოსნია-ჰერცოგოვინასთან ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებს.
"ჩვენ ვილაპარაკეთ. მას კუნთი აქვს გაჭიმული. გამოჯანმრთელება გარკვეულ დროს წაიღებს და ის მატჩებს გამოტოვებს", - თქვა საბელიამ "მარკასთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ მესიმ ტრავმა "ბეტისთან" (4:1) ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრაში მიიღო.