სერხიო აგუერო: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გავხდე [VIDEO]

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მუნდიალის მონაწილე ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრები დაამარცხა - 2:0. ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა სერხიო აგუერომ, რომელიც ლეო მესის არყოფნაში 10-იანი მაისურით თამაშობდა.

პირველ ტაიმში როდრიგო პალასიო მეკარე ასმირ ბეგოვიჩთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მას ვერ აჯობა, თუმცა დამატებაზე "კუნმა" იყოჩაღა და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში მაქსი როდრიგესის შესანიშნავი პასი ისევ აგუერომ გამოიყენა. არგენტინა უფრო დიდი ანგარიშითაც მოიგებდა ბოლოს, რომ არა ბეგოვიჩის თამაში.

გახარებული იყო აგუერო, მატჩის გმირი: "ჩემი ოცნებაა, არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე და მსოფლიოს
საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოვიპოვო"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული