მეორე ადგილი სწორედ "ბარსელონას" წევრმა დაიკავა და ეს მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მეორე ნახევარი 21 წლის ფეხბურთელმა ევროპაში გაატარა. მესამე ადგილზე კი "ნიუელს ოლდ ბოისის" ლიდერი მაქსი როდრიგესი გავიდა. ამ ტრიომ საგრძნობლად გაუსწრო დანარჩენ კანდიდატებს:
1. რონალდინიო ("ატლეტიკო მინეირო", ბრაზილია) - 156 ქულა
2. ნეიმარი ("სანტოსი"/"ბარსელონა", ბრაზილია) - 81
3.
4. ევერტონ რიბეირო ("კრუზეირო", ბრაზილია) - 8
5. ჟო ("ატლეტიკო მინეირო", ბრაზილია) - 6
6. ედერსონი ("ატლეტიკო პარანაენსე", ბრაზილია) - 5
7. ჯეფერსონ მონტერო ("მორელია", ეკვადორი) - 4
8. პაბლო ველასკესი ("ტოლუკა", პარაგვაი) - 2
9. პაულინიო ("კორინთიანსი"/"ტოტენჰემი", ბრაზილია) - 1
დიეგო ფორლანი ("ინტერნასიონალი", ურუგვაი) - 1
ვიქტორი ("ატლეტიკო მინეირო", ბრაზილია) - 1
ბერნარდი ("ატლეტიკო მინეირო"/"შახტარი", ბრაზილია) - 1
საუკეთესო მწვრთნელად, ზედიზედ მეორედ, კოლუმბიის ნაკრების არგენტინელი თავკაცი ხოსე ნესტორ პეკერმანი დასახელდა. "ელ პაისის" გამოკითხვაში, მის გარდა, ასევე ორჯერ ოსკარ ტაბარესმა (2010, 2011), ლუიშ ფელიპე სკოლარიმ (1999, 2002) და კარლოს ბილარდომ (1986, 1987) იმარჯვეს. რეკორდსმენი კი კარლოს ბიანკია, რომელმაც წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი 5-ჯერ (1994, 1998, 2000, 2001, 2003) დაისაკუთრა.
დასახელდა წლის სიმბოლური ნაკრებიც:
მეკარე: მარტინ სილვა ("ოლიმპია", ურუგვაი)
მცველები: მარკოს როჩა ("ატლეტიკო მინეირო", ბრაზილია), რევერი ("ატლეტიკო მინეირო", ბრაზილია), პაოლო გოლტცი ("ლანუსი", არგენტინა)
ნახევარმცველები: მაქსი როდრიგესი ("ნიუელსი", არგენტინა), ევერტონ რიბეირო ("კრუზეირო", ბრაზილია), ბერნარდი ("ატლეტიკო მინეირო", ბრაზილია), რონალდინიო ("ატლეტიკო მინეირო", ბრაზილია)
თავდამსხმელები: ნეიმარი ("სანტოსი"/"ბარსელონა", ბრაზილია), იგნასიო სკოკო ("ნიუელსი"/"ინტერნასიონალი", არგენტინა), ჟო ("ატლეტიკო მინეირო", ბრაზილია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"