არგენტინა. პრიმეირა დივიზიონი. XVI ტური: "რივერის" კრიზისი?

AutoSharing Option
არგენტინაში სკანდალები გრძელდება. საუბარი შუა კვირის გადადებული მატჩებით უნდა დავიწყოთ.

ის, რომ ამ ჩემპიონატს ფორმატის ჩახლართულობა არ აკლია, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ. თითქოს ძალით ინდომებენ, რომ თავგზა აგიბნიონო. ჩვენც რომ ასე არ გამოგვივიდეს, მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ ყველა "რივერ პლეიტისა" და "ესტუდიანტესის" მატჩზე საუბრობდა, რადგან ასეთი სიტუაცია იქმნებოდა - თასისა და წინა სეზონის შედეგების გათვალისწინებით, "ესტუდიანტესს" "რივერთან" წაგება აწყობდა, რადგან თუ "რივერი" ჩემპიონი გახდება, ეს გუნდი ლიბერტადორესის თასის საგზურს მოიპოვებს, როგორც წინა ორი ჩემპიონატის ჯამში საუკეთესო გუნდი ქულების რაოდენობით, რადგან
"რივერს" ამ ტურნირზე გასვლა ისედაც გარანტირებული აქვს, ხოლო "ლანუსის" ან "რასინგის" გაჩემპიონების შემთხვევაში "სტუდენტები" საგზურს დაკარგავენ.

ესეც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ შეჯიბრების სტრუქტურა ცუდად არის გამართული.
ასეა თუ ისე, "ესტუდიანტესის" ბანაკში განაცხადეს, ასეთი საგზური არც გვჭირდება და "ღირსების საქმეა", მთელი შემართებით ვითამაშებთო და შეასრულეს კიდეც - მაურისიო პელეგრინოს გუნდმა "მონუმენტალზე" დიეგო ვერას გოლით მოიგო და "რივერს" მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მარცხი აგემა, თანაც საკუთარ კედლებში.

სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას მერე, რაც "რივერმა" სახლში მორიგი თამაში ჩააგდო და "ოლიმპოს" ვერ მოუგო. სტუმრები ბოლოს ათი კაცითაც დარჩნენ, მაგრამ მარსელო გალიარდომ ორი ქულა დაკარგა და მდევრებს დაწევის შანსი მისცა.

ჩემპიონობისთვის ბრძოლაში რეალურად დაბრუნდა "რასინგი", რომელმაც "რივერის" მარცხით ისარგებლა და ერთ-ერთ უსუსტეს გუნდ "კილმესს" აჯობა, მაგრამ ასევე რთულ შეხვედრაში. ყველაზე სახალისო ის არის, რომ აველიანედელთა მხრიდან ისევ გუსტავო ბოუმ გაიტანა, რომელიც "რივერის" საკუთრებაშია და არანორმალურად კარგი სეზონი აქვს - იგი ბომბარდირთა დავაშიც გაუთანაბრდა თავდასხმაში პოტენციურ მეწყვილე თეოფილო გუტიერესს.

"ბელგრანომ" მიყოლებით 3 მოგების მერე ეს სერია ტრაგიკულად დაასრულა "სან ლორენსოსთან", რომელმაც 4 გოლით "ამოავსო" მეტოქე. თუმცა სტუმრები მე-8 წუთის მერე ათი კაცით თამაშობდნენ.

უცნაურია ისიც, რომ "ბოკა ხუნიორსი" და "ესტუდიანტესი" ამ ტურში წაგებებს ძლივს გადაურჩნენ და ფრეს მიაღწიეს, რითაც ლიდერებს კიდევ უფრო ჩამოშორდნენ.

პრიმეირა დივიზიონი. XVI ტური
დეფენსა-ატლ. რაფაელა 2:1
გოლები: 1:0 რიუსი (50), 2:0 ბერტოში (70), 2:1 გ. ფერნანდესი (82-პენ.)

როსარიო-ველესი 0:0

ხიმნასია ლპ.-ბანფილდი 1:1
გოლები: 1:0 ორეია (55), 1:1 ბერტოლო (56)

სან ლორენსო-ბელგრანო 4:0
გოლები: 1:0 ორტიგოსა (11-პენ.), 2:0 მერსიერი (15), 3:0 ბარიენტოსი (42), 4:0 მასი (87)
გაძევება: ოლავე (8. ბელგრანო)

კილმესი-რასინგი 1:1
გოლები: 0:1 ბოუ (87)
გაძევება: კაბრალი (75. რასინგი), ალეგრე (86. კილმესი)

გოდოი-ესტუდიანტესი 1:1
გოლები: 1:0 ხ. ფერნანდესი (9), 1:1 დესაბატო (83)

ტიგრე-ნიუელსი 1:2
გოლები: 0:1 მ. როდრიგესი (16), 1:1 არსურა (23), 1:2 ლოპესი (36)
გაძევება: კასკო (53. ნიუელსი)

რივერი-ოლიმპო 1:1
გოლები: 1:0 რამირო ფუნეს მორი (24), 1:1 მ.ბორხა (70)
გაძევება: პარნისარი (77. ოლიმპო)

არსენალი-ბოკა ხუნიორსი 1:1
გოლები: 1:0 ალემანი (51), 1:1 ეჩევერია (54)

თ მ ფ წ ბ ქ
1. რივერი 16 9 6 1 30-10 33
2. რასინგი 16 10 2 4 25-16 32
3. ლანუსი 15 9 3 3 23-17 30
4. ინდეპენდიენტე 15 8 3 4 25-21 27
5. ბოკა 16 8 3 5 20-18 27
6. ესტუდიანტესი 16 8 3 5 19-17 27
7. ნიუელსი 15 6 6 3 19-18 24
8. ველესი 16 6 4 6 18-16 22
9. ატლ. რაფაელა 16 6 4 6 21-20 22
10. ტიგრე 16 6 2 8 23-20 20
11. სან ლორენსო 16 6 2 8 20-20 20
12. არსენალი 16 5 5 6 17-20 20
13. ბელგრანო 16 5 4 7 19-24 19
14. ხიმნასია ლპ. 16 4 6 6 11-13 18
15. გოდოი 16 4 6 6 27-34 18
16. ბანფილდი 16 4 5 7 18-18 17
17. როსარიო 16 5 2 9 17-22 17
18. დეფენსა 15 4 3 8 18-28 15
19. ოლიმპო 16 3 5 8 11-21 14
20. კილმესი 16 2 6 8 16-24 12

ბომბარდირები: 10 - თეოფილო გუტიერესი (რივერ პლეიტი), გუსტავო ბოუ (რასინგი); 9 - ფედერიკო მანკუელო (ინდეპენდიენტე), სილვიო რომერო (ლანუსი), მაქსი როდრიგესი (ნიუელსი); 8 - ლუკას პრატო (ველეს სარსფილდი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული