ამერიკულმა სპორტულმა პრესამ ამერიკის 2014 წლის სპორტსმენად ხამეს როდრიგესი აღიარა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ამერიკის 2014 წლის საუკეესო სპორტსმენად აღიარეს. ფეხბურთელი ამერიკის სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ გამოარჩია.

კოლუმბიელმა ეს წოდება მთელი წლის განმავლობაში შთამბეჭდავი თამაშით დაიმსახურა. ის კოლუმბიის ნაკრების რიგებში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რის შემდეგაც "მონაკოდან" მადრიდის "რეალში" გადავიდა.

ესპანურ კლუბში ხამესმა სეზონის პირველი ნაწილი მაღალ დონეზე ჩაატარა - 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

ხამეს როდრიგესს სპეციალურ ჯილდოს 2015 წლის მარტში, მანაუსში გამართულ ცერემონალზე გადასცემენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული