კოლუმბიელმა ეს წოდება მთელი წლის განმავლობაში შთამბეჭდავი თამაშით დაიმსახურა. ის კოლუმბიის ნაკრების რიგებში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რის შემდეგაც "მონაკოდან" მადრიდის "რეალში" გადავიდა.
ესპანურ კლუბში ხამესმა სეზონის პირველი ნაწილი მაღალ დონეზე ჩაატარა - 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
ხამეს როდრიგესს სპეციალურ ჯილდოს 2015 წლის მარტში, მანაუსში გამართულ ცერემონალზე გადასცემენ.