10:15 07-07-2015
კოპა ამერიკა 2015: თავდასხმა მესის ოჯახზე [VIDEO]
AutoSharing Option
ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ადგილზე მყოფი ჟურნალისტების თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო დაჯილდოების ცერემონიალი 10-წუთიანი დაგვიანებით და გარდა ამისა, რამდენიმე ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მოაქვთ საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო ორგანიზატორებს.
მესი საუკეთესოდ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წაგებული ფინალის მერეც დაასახელეს და ამას ინტერნეტ-სივრცეში და არამარტო იქ ბევრი ხუმრობა მოჰყვა. როგორც ჩანს, ლეომ "იუმორისტების" ახალი ტალღა აირიდა თავიდან და გარდა ამისა, მას, ალბათ, მართლაც არ ეხალისებოდა ამ ჯილდოს მიღება მორიგი წაგებული ფინალის მერე და თანაც, მატჩისას მის ოჯახს ჩილეს ფანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.
ტრიბუნაზე მესის მშობლები - ხორხე და სელია, მისი ძმები - როდრიგო და მატიასი და ნათესავები - აუგუსტინი და ტომასი იმყოფებოდნენ. როდრიგომ "ლა როხას" აგრესიული ქომაგების შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და ერთი-ორს შეეპასუხა, მას ზურგში ჩაარტყეს კიდეც. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ შესვენების მერე სამართალდამცველებმა ლეოს ოჯახი კომენტატორთა ერთ-ერთ ჯიხურში გადაიყვანეს და მათ მატჩისთვის თვალყურის დევნება იქიდან გააგრძელეს.
პრობლემები შეექმნა სერხიო აგუეროს ოჯახსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი შედარებით უფრო მსუბუქად იყო.
მესის კი უშუალოდ მინდორზეც ერთი-ორჯერ ხისტად ეთამაშნენ, ჩილელმა "პიტბულმა" გარი მედელმა მას შემთხვევით, წიხლიც ამოსცხო ნეკნში... რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო. ლეო ფიზიკურ ტრავმას საბოლოოდ გადაურჩა, მაგრამ მორიგი ფსიქოლოგიური დარტყმა კი მიიღო, იგი ნაკრებთან ერთად ისევ უტიტულოდაა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რაშუაშია მარადონას ეპოიქადა პელეს ეპოქაან ესეიგი რა გამოდის დღევანდელი ჩეხეთის ნაკრები სიტყვაზე უფრო მაღალი კლასის ყოფილა ვიდრე იგივე პანენკას დროინდელი ან თბილისის დინამოს დღევანდელი ფეხბურთელები უფრო მაღალი კლასის და გამძლეობის ყოფილან ვიდრე ყიფოს თაობა რაც ზღაპარია ისინი დღესაც და 20 წლის მერეც მაგრები იქნებოდენ და თავისუფლად შეძლებდენ დღევანდელობაში მაღალდონეზე თამაშს.
0
0
ეეჰ,მესი...მესი...ისე,ნეტა კარიერის ბოლოს ოქროს ბურთი უფრო მეტი ექნება ,თუ ვერცხლის მედალი
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული