ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებს ტოვებს?

AutoSharing Option
როგორც არგენტინული გამოცემა Ole წერს, არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი სერიოზულად დაფიქრდა სანაკრებო კარიერის შეჩერებაზე ან სულაც დასრულებაზე.

ასეთია "ბარსელონას" ბომბარდირის რეაქცია მისი მისამართით მასობრივ კრიტიკაზე, რომელიც ჩილეს ნაკრებთან კოპა ამერიკის ფინალის წაგების შემდეგ აგორდა.

არგენტინელი გულშემატკივრები და ჟურნალისტები ხშირად აკრიტიკებდნენ მესის იმის გამო, რომ სანაკრებო დონეზე ისე წარმატებით ვერ თამაშობს, როგორც საკუთარ კლუბში. ახლა კი პრესამ, როგორც ჩანს, რაღაც უხილავი ზღვარი გადალახა. კერძოდ, თავად Ole-მ ჩილესთან მარცხის შემდეგ მოუწოდა ნაკრების ხელმძღვანელობას - ჩამოართვან მესის კაპიტნის სამკლავური.

ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად
ლეო გამოტოვებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის რამდენიმე მატჩს, მაგრამ არ არის გამორიცხული უფრო ხანგრძლივი ბოიკოტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მართლა ,,ოლე" გაზეტთია... მესი მაგარია:)
ლევან
10:46 08-07-2015
0
მესი საკლუბო დონეზე საუკეთესოა, ნაკრებში კი ვერ თამაშობს ისეთ დონეზე როგორც ბარსაში, მაგრამ ვინ ჰყავთ მესიზე კარგი ნაკრებში??? სხვები რას აკეთებენ ეგ ვერ გავიგე მესის, მინიმუმ ორი კაცი იჭერს და სხვები ამით ვერ სარგებლობენ, ამაზე რატომ არაფერს ამბობენ.
zaza
19:12 08-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული