დიეგო მარადონა 24 წლის გოგონაზე დაქორწინებას რომში აპირებს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დიეგო მარადონა დაქორწინებას აპირებს. ამის შესახებ არგენტინული გამოცემა Muy წერს.

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის რჩეული მისი მეგობარი როსიო ოლივაა, რომელიც 24 წლისაა და ასაკით სამი ათეული წლით პატარაა 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონზე. მარადონა და როსიო უკვე ორი წელია, ხვდებიან.

როგორც ირკვევა, მარადონას დაქორწინება რომში სურს, რათა ჯვარი თვით რომის პაპმა ფრანცისკმა დასწეროს. ცნობილია, რომ კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი არგენტინელია და საფეხბურთო კლუბ "სან-ლორენსოს" დიდი ქომაგია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეჯვარე უეჭველი სააკაშვილი იქნება. აბა თქვენ იცით არ დატოვოთ შვილებისტოლა და უფრო პატარა გოგონები მოუხნავი.
j.....
18:02 03-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული