სამხრეთ ამერიკა: ლიონელ მესის მორიგი მიღწევა

AutoSharing Option
ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში არგენტინის ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა გამართა ბოლივიის ნაკრებთან და 7:0 გაანადგურა. ლიონელ მესი მოედანზე მხოლოდ 65-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა დუბლი შეასრულა.

მესი პირველი არგენტინელია, რომელსაც სამხრეთ ამერიკის ყველა ნაკრების წინააღმდეგ აქვს გატანილი გოლი. დუბლები მოახერხეს აგრეთვე სერხიო აგუერომ და ესეკიელ ლავეციმ.

ამერიკის ქალაქ ჰარისონში კი ბრაზილიის ნაკრები კოსტა რიკას დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა. გამარჯვების გოლი მე-10 წუთზე ჰალკმა შეაგდო, რომელსაც 2014 წლის ივნისის მერე არ ჰქონდა ნაკრებში გოლი გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული