მესი პირველი არგენტინელია, რომელსაც სამხრეთ ამერიკის ყველა ნაკრების წინააღმდეგ აქვს გატანილი გოლი. დუბლები მოახერხეს აგრეთვე სერხიო აგუერომ და ესეკიელ ლავეციმ.
ამერიკის ქალაქ ჰარისონში კი ბრაზილიის ნაკრები კოსტა რიკას დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა. გამარჯვების გოლი მე-10 წუთზე ჰალკმა შეაგდო, რომელსაც 2014 წლის ივნისის მერე არ ჰქონდა ნაკრებში გოლი გატანილი.