აშშ-ბრაზილია 1:4 - ნეიმარი ფეხბურთის ისტორიაში შევიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 სექტემბერს (თბილისის დროით) ბრაზილიის ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი სტუმრად აშშ-ის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 4:1 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ეს ბრაზილიის ნაკრებისთვის 2015 წელს ჩატარებულ მეექვსე ამხანაგურ მატჩში მოპოვებული მეექვსე მოგებაა.

ამერიკაში ჩატარებულ შეხვედრაში პენტაკამპეონები უკვე მე-9 წუთზე ჰალკმა დააწინაურა. მეორე ტაიმში ანგარიშში სხვაობა ჯერ ნეიმარმა (51) 11-მეტრიანით გაზარდა, შემდეგ კი "ბარსელონაში" მისმა თანაგუნდელმა რაფინიამ (64). აქედან მალევე ნეიმარმა (67) დუბლიც შეასრულა.

ამერიკელთა პრესტიჟის გოლის ავტორი დენიელ ულიამსი გახდა, რომელმაც გატანა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლო.

აშშ-სთან მატჩში დუბლის შემსრულებელი
ნეიმარი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, ვისაც ეროვნულ ნაკრებში 46 გოლი გაუტანია. ნეიმარს, რომლის ზუსტი ასაკი 23 წელი და 218 დღეა, ბრაზილიის მთავარ გუნდში სულ 67 მატჩი აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გერმანისთან ნეიმარი არ იყო არც შენ დაივიწყო
guga
02:34 10-09-2015
0
არ დაივიწყოთ გერმანიის ნაკრებთან განცდილი სამარცხვინო მარცხი.....
status quo
21:11 09-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული