14:34 09-09-2015
აშშ-ბრაზილია 1:4 - ნეიმარი ფეხბურთის ისტორიაში შევიდა [VIDEO]
AutoSharing Option
ამერიკაში ჩატარებულ შეხვედრაში პენტაკამპეონები უკვე მე-9 წუთზე ჰალკმა დააწინაურა. მეორე ტაიმში ანგარიშში სხვაობა ჯერ ნეიმარმა (51) 11-მეტრიანით გაზარდა, შემდეგ კი "ბარსელონაში" მისმა თანაგუნდელმა რაფინიამ (64). აქედან მალევე ნეიმარმა (67) დუბლიც შეასრულა.
ამერიკელთა პრესტიჟის გოლის ავტორი დენიელ ულიამსი გახდა, რომელმაც გატანა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლო.
აშშ-სთან მატჩში დუბლის შემსრულებელი ნეიმარი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, ვისაც ეროვნულ ნაკრებში 46 გოლი გაუტანია. ნეიმარს, რომლის ზუსტი ასაკი 23 წელი და 218 დღეა, ბრაზილიის მთავარ გუნდში სულ 67 მატჩი აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
არ დაივიწყოთ გერმანიის ნაკრებთან განცდილი სამარცხვინო მარცხი.....
0
0
გერმანისთან ნეიმარი არ იყო არც შენ დაივიწყო
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული