ბრაზილია-პერუ 3:0 - დუნგას გუნდი მაღლა მიიწევს

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ციკლში IV ტურის მატჩები გაიმართა.

ბრაზილიის ნაკრებმა პერუს ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში 22-ე წუთზე დუგლას კოშტამ გახსნა. მეორე ტაიმში უპირატესობა მასპინძელთა ნახევარმცველმა რენატო აუგუსტომ (57) ორ ბურთამდე გაზარდა, მცველმა ფელიპე ლუიშმა (77) კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

4 ტურის შემდეგ კარლოს დუნგას შეგირდებს 7 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებენ, ლიდერ ეკვადორს კი ხუთი ქულით ჩამორჩებიან.

* * *
ამ უკანასკნელმა ბოლო ტურში სტუმრად ვენესუელას ანგარიშით 3:1
სძლია და ქულათა მაქსიმუმი აქვს. სტუმართა შორის გატანილი გოლებით ფიდელ მარტინესი (15), ჯეფერსონ მონტერო (23) და ფელიპე კაისედო (60) გამოირჩნენ, მასპინძელთა პრესტიჟის გოლი კი 84-ე წუთზე ხოსეპ მარტინესმა გაიტანა.

* * *
სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს ურუგვაის ნაკრებმა, რომელმაც მონტევიდეოში ჩილეს უმასპინძლა. გატანილი გოლებით დიეგო გოდინი (23), ალვარო პერეირა (61) და მარტინ კასერესი (65) გამოირჩნენ. სტუმრებს კომპენსირებულ დროში ხორხე ვალდივია გაუძევეს.

მე-4 ტურის კიდევ ერთ მატჩში პარაგვაიმ შინ ბოლივიას ანგარიშით 2:1 სძლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული