ბრაზილიური სიმბოლური - 11-დან 9 ორი გუნდიდანაა

AutoSharing Option
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ 5 000-მდე ჟურნალისტი, ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოჰკითხა და სერია A-ს სიმბოლური ნაკრები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურში 11-დან 9 ფეხბურთელი ორ გუნდს წარადგენს - უკვე გაჩემპიონებულ "კორინთიანსსა" და "ატლეტიკო მინეიროს".

მეკარე: კასიო (კორინთიანსი)
მცველები: ჟილი (კორინთიანსი), ჟემერსონი, მარკოშ როშა, დუგლას სანტოსი (ატლეტიკო მინეირო)
ნახევარმცველები: რაფაელ კარიოკა (ატლეტიკო მინეირო), ელიასი, რენატო აუგუსტო, ჟადსონი (კორინთიანსი)
თავდამსხმელები: ლუანი (გრემიო), რიკარდო ოლივეირა (სანტოსი).

ჩემპიონატის აღმოჩენა გახდა "პალმეირასის" ფორვარდი გაბრიელ ჟესუსი. საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად დაასახელეს "ატლეტიკო მინეიროს" არგენტინელი ფორვარდი ლუკას პრატო.

საუკეთესო მწვრთნელად
ტიტე (კორინთიანსი) დაასახელეს.

* * *
ბრაზილიის ჩემპიონატის დასრულებამდე ტურიღა დარჩა. 37 ტურის მერე 80 ქულით "კორინთიანსი" ლიდერობს. სანპაულუელებმა უკვე 14 ქულით ჩამოიცილეს უახლოესი მდევარი "ატლეტიკო მინეირო".

ბომბარდირთა დავაში 20 ბურთით რიკარდო ოლივეირა ლიდერობს. "კორინთიანსი" ბრაზილიის ჩემპიონი მეექვსედ გახდა, ეს გუნდი სან პაულუს ჩემპიონატის 27-გზის გამარჯვებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული