დუნგამ ბრაზილიის ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა დუნგამ გამოაცხადა 23-კაციანი შემადგენლობა 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი მატჩებისთვის ურუგვაისა და პარაგვაის ნაკრებების წინააღმდეგ. ურუგვაის ნაკრებს ბრაზილია ქალაქ რესიფიში უმასპინძლებს. შეხვედრა 26 მარტს გაიმართება, ხოლო პარაგვაის დუნგას გუნდი 30 მარტს ესტუმრება ასუნსიონში.

მეკარეები: მარსელო გროე (გრემიო), ალისონი (ინტერნასიონალი), დიეგო ალვეში (ვალენსია).

მცველები: დავიდ ლუისი, მარკინიოსი (ორივე პსჟ), მირანდა (ინტერი), ჟილი (შანდუნი), დანილო (რეალი), დანი ალვეში (ბარსელონა), ფილიპე ლუიში (ატლეტიკო), ალეკს სანდრო (იუვენტუსი).

ნახევარმცველები: ლუიშ გუსტავო (ვოლფსბურგი), ფერნანდინიო (სიტი), რენატო აუგუსტო (ბეიჯინ გოანი), ფილიპე კოუტინიო (ლივერპული), ოსკარი, ვილიანი
(ორივე ჩელსი), ლუკას ლიმა (სანტოსი), კაკა (ორლანდო), დუგლას კოშტა (ბაიერნი).

თავდამსხმელები: ნეიმარი (ბარსელონა), ჰალკი (ზენიტი), რიკარდო ოლივეირა (სანტოსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ასეთი გუნდი ბრაზილიას არანაირი წინსვლა არექნება
კაკა და ისევ ეს ძველი გვარდია თუ შეაჩერებს ამ გუნდის დასამარებას
სრულიად უნიჭო გუნდი ყავთ იმედის მომცემი ფეხბურთელები არ ჩანან და გამოჩნდა კიდეც რა პრობლემებს შეიძლება გადაეყარო როცა ნეიმარი და ტიაგო სილვა არგყავს
wtf
04 მარტი 2016 12:51
0
ამ ლუკას მოურას რას ერჩიან?
dati
04 მარტი 2016 11:58
0
რაღა დროს კაკაა "D ?
ika
04 მარტი 2016 11:04
0
ტიაგო სილვას ნაკრებში არ მიწვევა დაღუპავს დუნგას
fani
04 მარტი 2016 10:50
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული