არგენტინის ეროვნულმა გუნდმა შინ ბოლივიის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში მასპინძლებმა მე-20 წუთზე გახსნეს - გონსალო იგუაინის პასით გაბრიელ მერკადომ გაიტანა. ათი წუთის შემდეგ კი 11-მეტრიანი ზუსტად ლიონელ მესიმ შეასრულა. ეს არგენტინელი ვარსკვლავის 50-ე გოლია ეროვნულ გუნდში.
პარაგვაიში წაგებას გადაურჩა ბრაზილიის ნაკრები. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. მე-40 წუთზე პარაგვაი დარიო ლესკანოს გოლით დაწინაურდა, შესვენების შემდეგ კი მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი ედგარ ბენიტესმა
ურუგვაიმ ედინსონ კავანის (53) ერთადერთი გოლით შინ პერუს მოუგო.
ხოლო კოლუმბიამ საკუთარ კედლებში ეკვადორი ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მასპინძლებმა ანგარიშში სამბურთიანი უპირატესობა კარლოს ბაკას დუბლითა (15, 67) და სებასტიან პერესის გოლით (48) მოიპოვეს. ეკვადორმა მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლო - ბოლო წუთზე საბოლოო ანგარიში მიქაელ აროიომ დააფიქსირა.
სტუმრად ვენესუელასთან ანგარიშით 4:1 გამარჯვება იზეიმა ჩილეს ნაკრებმა. მასპინძლები უკვე მე-9 წუთზე რომულო ოტერომ კი დააწინაურა, თუმცა ამის შემდეგ წყვილ-წყვილად მაურისიო პინილიამ (33, 52) და არტურო ვიდალმა (72, 90) გაიტანეს.
VI ტურის შემდეგ კონმებოლის ჯგუფს 13-13 ქულით ურუგვაი და ეკვადორი ლიდერობენ. 11 ქულით მესამე არგენტინაა. ბრაზილიის ნაკრები, რომლის აქტივში 9 ქულაა, მე-6-მე-7 ადგილებს პარაგვაისთან იყოფს.