ხერარდო მარტინო: ლიონელ მესი კოპა ამერიკაზე არგენტინის ნაკრებთან ერთად იქნება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ დაადასტურა, რომ ლიონელ მესი კოპა ამერიკა 2016-ზე ითამაშებს.

ცნობილია, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელი სასამართლოში ჩვენების მისაცემად უნდა წარსდგეს, თუმცა როგორც ირკვევა, ტურნირში მონაწილეობას მაინც შეძლებს.

"მესი ეროვნული გუნდის განკარგულებაში იქნება, შემდეგ კი ჩვენების მისაცემად გაემგზავრება. სასამართლოში ის 2 ივნისს უნდა გამოცხადდეს, იქამდე კი ჩვენთან იქნება", - აქვეყნებს მარტინოს ნათქვამს ინტერნეტ-გამოცემა Sport.

მესის ესპანეთის სასამართლოში ჩვენების მიცემა საგადასახადო დარღვევის სამ საქმეზე მოუწევს. სავარაუდოდ, მოსმენა ოთხ დღეს გასტანს და შესაძლოა, ამის გამო მესიმ ტურნირის პირველი შეხვედრა ჩილეს
ეროვნულ გუნდთან გამოტოვოს, რომელიც 6 ივნისს უნდა შედგეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული