დუნგამ კოპა ამერიკისთვის ბრაზილიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა დუნგამ კოპა ამერიკისთვის საბოლოო, 23-კაციანი სია დაასახელა.

ვიტყვით, რომ სიაში ვერ მოხვდნენ პრემიერლიგიდან: რობერტო ფირმინო, გაბრიელი და ფერნანდინიო, ხოლო სერია A-დან - ფელიპე ანდერსონი და ალექს სანდრო.

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ალისონი (ინტერნასიონალი), დიეგო ალვეში (ვალენსია), ედერსონი (ბენფიკა).

მცველები: მირანდა (ინტერი), ჟილი (შენდონ ლუნენგი), მარკინიოსი (პარის სენ-ჟერმენი), როდრიგო კაიო (სან პაულო), დანი ალვეში (ბარსელონა), ფელიპე ლუიში (ატლეტიკო), დუგლას სანტოსი (ატლეტიკო მინეირო), ფაბინიო (მონაკო).

ნახევარმცველები: ლუის გუსტავო (ვოლფსბურგი), ელიასი (კორინთიანსი), რენატო აუგუსტო (ბეიჯინ გუანი), ლუკას ლიმა (სანტოსი),
ფილიპე კოუტინიო (ლივერპული), კაზემირო (რეალი), ვილიანი (ჩელსი), რაფაელ ალკანტარა (ბარსელონა).

თავდამსხმელები: დუგლას კოშტა (ბაიერნი), გაბიგოლი, რიკარდო ოლივეირა (სანტოსი), ჰალკი (ზენიტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ვერაა თავის მატორზე,მარსელო არაა?ლუკას მოურა არა?ნეიმარი?
vasikobasiladze
10:21 06-05-2016
0
საიდან მოგაქვთ ასეთი ინფორმაციები, გადაამოწმეთ მაინც :)
aragus
11:06 06-05-2016
0

სიახლეები პოპულარული