ბრაზილიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
"კორინთიანსის" მთავარი მწვრთნელი ტიტე ბრაზილიის ნაკრების თავკაცი გახდება.

ამის შესახებ ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტმა რობერტო დე ანდრადემ განაცხადა. ტიტესთან ერთად ეროვნულ ნაკრებში მისი ასისტენტებიც იმუშავებენ.

55 წლის სპეციალისტი "კორინთიანსში" 2010-დან 2013 წლამდე და 2015-16 წლებში მუშაობდა.

მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა ორჯერ მოიგო ბრაზილიის ჩემპიონატი, ერთხელ ლიბერტადორესის თასი.

შეგახსენებთ, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დუნგა კოპა ამერიკა 2016-ის ჯგუფში ჩარჩენის გამო მოხსნეს.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული