55 წლის სპეციალისტმა, რომელიც აქამდე "კორინთიანსში" მუშაობდა, ნაკრებში დუნგა შეცვალა, რომელმაც ბრაზილია კოპა ამერიკა 2016-ზე ჯგუფიდან ვერ გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამე ნაკრებს 1987 წლის შემდეგ არ დამართნია.
"აეროპორტიდან გამოსვლისას ვიღაცამ მითხრა: "ტიტე, ახლა შენ 200 მლნ გულშემატკივარი გადევნებს თვალს.
ვაცნობიერებ, რა პასუხისმგებლობა მაქვს და მზად ვარ სამუშაოდ. შევეცდები, ნაკრების შედეგები გავაუმჯობესო.
ჩვენი ამოცანაა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გავიდეთ. მჯერა, რომ კარგად ვიმუშავებთ საგზურის მოსაპოვებლად, მაგრამ რა თქმა უნდა, რისკიც
აქვე გეტყვით, რომ ტიტემ "კორინთიანსი" ბრაზილიის ჩემპიონი 6-ჯერ გახადა.
- ადენორ ლეონარდო ბაკი ტიტე - ვინ არის ბრაზილიის ნაკრების ახალი თავკაცი