კოპა ამერიკა სენტენარიო: კლინსმანი მესამეს ვერ შესწვდა [VIDEO]

AutoSharing Option
კოპა ამერიკა სენტენარიოზე მე-3 ადგილისთვის მატჩი გლენდეილში, ფინიქსის უნივერსიტეტის სტადიონზე გაიმართა. იურგენ კლინსმანის აშშ-ის ნაკრები უფრო მოწადინებული იყო, მესამე ადგილი მოეპოვებინა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.

31-ე წუთზე სანტიაგო არიასმა თავით დაუგდო კარლოს ბაკას, რომელმაც ახლო მანძილიდან გამარჯვების გოლი გაიტანა და მესამე ადგილი კოლუმბიის ნაკრებს მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ბევრს აქტიურობდნენ კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი და ამერიკელი კლინტ დემპსი, მაგრამ მათ აქტიურობას შედეგი არ მოჰყოლია.

ამერიკელთა საუკეთესო შანსი დემპსის საჯარიმო იყო - 51-ე წუთზე ფორვარდმა დიდებულად დაარტყა, მაგრამ მეკარე ოსპინამ იყოჩაღა.

მატჩის ბოლოს
უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია მოედანზე, ამერიკელთა მარცხენა მცველ მაიკლ ოროსკოს ძალზე ეუხეშა არიასი, თუმცა მსაჯისგან მხოლოდ ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ოროსკოს არ მოეწონა და არიასს სახეში დაარტყა, რისთვისაც ეგრევე გააძევეს. რამდენიმე წამში მას არიასიც მიჰყვა და გუნდები 10-10 კაცით დარჩნენ, თუმცა თამაშიც დასრულდა.

კოლუმბიის ნაკრები ბოლოს მესამე ადგილზე 2001 წლის კოპა ამერიკაზე გავიდა, ხოლო ამერიკის ნაკრებისთვის მეოთხე ადგილი საუკეთესო შედეგის გამეორებაა.

ტიტულის ბედი ფინალში წყდებოდა, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და ჩილეს ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ეს თამაში ჩვენი დროით გვიან ღამით გაიმართა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აშშ-კოლუმბია 0:1
გოლი: 0:1 ბაკა (31)
აშშ (4-4-2): ჰოვარდი - იედლინი, კამერონი, ბესლერი, ოროსკო - ზარდესი, ბრედლი (79. ნაგბე), ჯონსი, ბედოია (74. პულიშიჩი) - დემპსი, ვუდი
კოლუმბია (4-2-3-1): ოსპინა - არიასი, საპატა, მურილიო, ფაბრა - სელისი (87. მედინა), ტორესი - კუადრადო (74. მორენო დურანი), ხ. როდრიგესი, კარდონა - ბაკა (79. მარტინესი)
გაფრთხილება: ბესლერი, ჯონსი, ოროსკო - მურილიო, კუადრადო, არიასი
გაძევება: ოროსკო (93), არიასი (94)
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 11-13 (2-3); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 29 041

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული