ბრაზილიამ 2019 წლის შემდეგ პირველად ვერ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრაზილიის ნაკრებმა კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში ეკვადორთან ფრედ, 1:1 ითამაშა. ტიტეს შეგირდებმა ჯგუფი დამაჯერებლად მოიგეს და პლეი-ოფში მეტოქეს დაელოდებიან.

ბრაზილიელები უპირატესობას ფლობდნენ, რაც გოლშიც აისახა. 37-ე წუთზე ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთი კარში "რეალის" მცველმა ედერ მილიტაომ ზუსტად გადაგზავნა.

ეკვადორელებმა რამდენჯერმე შორიდან გატანა სცადეს, რაც არ გამოუვიდათ. 53-ე წუთზე ბრაზილიელებმა საჯარიმოდან ბურთი ცუდად გამოიტანეს, რასაც ანხელ მენას თავური და გოლი მოჰყვა. საბოლოოდ, ფრე ლოგიკური შედეგი იყო.

ბრაზილიის ნაკრებს აქამდე 2019 წლის ოქტომბერში, ნიგერიის ნაკრების წინააღმდეგ ვერ გაემარჯვა (1:1), მარცხის გემო
კი დიდი ხანია დაავიწყდათ.


altკოლუმბიას დიაზის ფანტასტიკურმა "მაკრატელამ" ვერ უშველა! ბრაზილიამ გამარჯვება მეათე დამატებულ წუთზე მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული