არგენტინა დამაჯერებლად ლიდერობს, მესი მშვენიერ ფორმაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკის მესამე ტურში არგენტინის ნაკრებმა პარაგვაის 1:0 სძლია და ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს. კარგი შეხვედრა ჰქონდა გუნდის ლიდერ ლიონელ მესის.

"ბარსელონას" "ათიანმა" არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა. მესის საფორმო ჯარიმის გატანამდე ცოტა დააკლდა. შეხვედრაში გამორჩეული იყო ლეანდრო პარედესის ეფექტური ფინტიც.

მატჩის დასაწყისში, მეათე წუთზე, მესიმ და დი მარიამ ბურთი მშვენივრად გაითამაშეს, "ატალანტადან" "სევილიაში" გადაბარდებულმა ალეხანდრო (პაპუ) გომესმა კი  გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამავე ჯგუფში ურუგვაიმ და ჩილემ 1:1 ითამაშეს - ვარგასის გოლს არტურო ვიდალის ავტოგოლი მოჰყვა.

სამი შეხვედრის შემდეგ არგენტინის ნაკრები ჯგუფში 7
ქულით პირველ ადგილს იკავებს, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრას კი 29 ივნისს, ბოლივიასთან გამართავს, რომელთაც ქულაც არ მოუპოვებიათ.

altმესი ნაკრების ბომბარდირი გახდა - არგენტინა ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი რა ლეო! კოპა დადე რა?
ბარსა მესი
12:02 22-06-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული