ლეო გაჯიუტდა - მესი არგენტინის ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილებას არ შეცვლის!

AutoSharing Option
ლიონელ მესი არ აპირებს არგენტინის ეროვნული ნაკრების დატოვებასთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილების შეცვლას! ამის შესახებ El Mundo Deportivo ფეხბურთელის უახლოეს გარემოცვაზე დაყრდნობით იუწყება.

"ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმელი, მიუხედავად უამრავი გულშემატკივრის, მათ შორის, თვით ქვეყნის პრეზიდენტ მაურისიო მაკრის მოწოდებისა, მიიჩნევს, რომ ეროვნული გუნდის მაისურით აღარასდროს უნდა ითამაშოს.

არგენტინის პრეზიდენტმა ლიონელ მესის დაურეკა და ნაკრებში დარჩენა სთხოვა

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების დატოვების შესახებ კოპა ამერიკა 2016-ის ფინალის შემდეგ განაცხადა, რომელშიც მისი გუნდი ჩილესთან პენალტების სერიაში 2:4 დამარცხდა. ერთი დარტყმა თავად
მესიმ ვერ გამოიყენა.

მესი ნაკრებს ტოვებს: მივდივარ, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის
კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 15 /
რაც დიეგოს 1982 წლის 5 თამაშში ფეხებში ურტყეს, ზოგს სეზონის განმავლობაში არ მოხვდება იმდენი. მარტო ბელგიელები 26-ჯერ დაჯარიმდნენ მის წინააღმდეგ, იტალიელებზე და ჯენტილეზე აღარაფერს ვიტყვი, რომელსაც ახლანდელი მსაჯობით 3-ჯერ მაინც ეკუთვნოდა გაძევება. ასე, რომ ეპოქა არაფერ შუაშია. მარადონა, პელე, დი სტეფანო, კრუიფი და მათნაირები ნებისმიერ ეპოქაში გააკეთებდნენ თავისას.
zaza
12:12 30-06-2016
0
ფრედო-ს, ვინ არ იყო სტაბილური მარადონა? მარადონას გუნდი მარტოს უთრევია, ამას რა აქვს გაკეთებული, როცა ხავი- ინიესტა არ ყავდა გვერდით? ნაკრებში რასაც მიაღწია ხედავ. უდავოდ- მაგარიფეხბურტელია, მაგრამ სად ამისი და სად მარადონას ქარიზმა? ნანახი მაქვსო ამბობ, მაშინ გემახსოვრება 80% მარადონასა და კანიჯას დამსახურება იყო ჩემპიონები რომ გახდნენ.
gela
09:27 30-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული