ამის შესახებ ინფორმაციას ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
57 წლის სპეციალისტი ნაკრებს რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე ხერარდო მარტინოს ნაცვლად წაიყვანს, რომელმაც პოსტი კოპა ამერიკა 2016-ის შემდეგ დატოვა.
ხულიო ოლარტიკოეჩეამ არგენტინის ნაკრების მაისურით მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატი მოიგო. მას აქამდე ქვეყნის ახალგაზრდული და ქალთა ნაკრებები გაუწვრთნია.