სისინიო დღეს 36 წლისაა, მისი ბოლო კლუბი კი თურქული "სივასპორი" იყო. ბრაზილიელი "გაძეტა დელო სპორტს" ესაუბრა და სკანდალური აღიარება გააკეთა:
"მთელი კარიერის განმავლობაში ალკოჰოლთან მქონდა პრობლემები, "რომაში" თამაშისას კი სასმელზე დამოკიდებული გავხდი. ყოველ საღამოს, სახლში უზომოდ ბევრს ვსვამდი და რამდენჯერმე გონებაც დავკარგე. მაცივარში ყოველთვის მქონდა ლუდი და სხვა ალკოჰოლური სასმელები.
ერთხელ 18 ჭიქა კაიპირი (ბრაზილიური ალკოჰოლური სასმელი) და 14 კათხა ლუდი დავლიე, რის შემდეგაც თვით
ნარკოტიკს არ გავკარებივარ, რადგან ვიცოდი, რომ დოპინგზე ჩავვარდებოდი, თორემ არც იმას დავიკლებდი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"