გარკვეულია, რომ ეს თამაშები გაუცდებათ სერხიო აგუეროსა და ხავიერ პასტორეს. "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი კვირას "ვესტ ჰემთან" მატჩში დაშავდა, ტრავმა აწუხებს ფრანგული გრანდის შემტევსაც.
რაც შეეხება სპეკულაციებს ლიონელ მესისთან დაკავშირებით, მითქმა-მოთქმას წერტილი დაუსვა არგენტინის საფეხბურთო ასოციაციამ, რომელმაც დაადასტურა, რომ კაპიტანი ჯანმრთელადაა, მიუხედავად იმისა, რომ "ბილბაოსთან" საკვირაო მატჩში მცირე ტრავმა მიიღო.
არგენტინის ნაკრები ამ შემადგენლობით ემზადება:
მეკარეები: სერხიო რომერო
მცველები: გაბრიელ მერკადო (სევილია, ესპანეთი), ფაკუნდო რონკალია (სელტა, ესპანეთი), ემანუელ მასი (სან ლორენსო), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მატეო მუზაკიო (ვილიარეალი, ესპანეთი), რამირო ფუნეს მორი (ევერტონი, ინგლისი), მარკოს როხო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), მარტინ დემიკელისი (ესპანიოლი, ესპანეთი), პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი);
ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (ბარსელონა, ესპანეთი), მატიას კრანევიტერი (სევილია, ესპანეთი), აუგუსტო ფერნანდესი (ატლეტიკო, ესპანეთი), ლუკას ბილია (ლაციო, იტალია), ევერ ბანეგა (ინტერი, იტალია), ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი), ერიკ ლამელა (ტოტენჰემი, ინგლისი), ნიკოლას გაიტანი (ატლეტიკო, ესპანეთი);
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა, ესპანეთი), პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია), ანხელ კორეა (ატლეტიკო, ესპანეთი), ლუკას პრატო (ატლეტიკო მინეირო, ბრაზილია), ლუკას ალარიო (რივერ პლეიტი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"