არგენტინაში ლიონელ მესის ისევ აკრიტიკებენ

AutoSharing Option
არგენტინული მედია ლიონელ მესის აკრიტიკებს. "ალბისელესტემ" ვენესუელასთან ბოლო შესარჩევი მატჩი "ბარსელონას" ვარსკვლავის გარეშე ითამაშა და კინაღამ წააგო (2:2).

არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ედგარდო ბაუსამ მესი შეკრებიდან გაათავისუფლა. ლეო საზარდულს იტკიებდა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ პრობლემას ქმნიდა მარცხენა ბარძაყის კუნთი. მან ტრავმა "ბილბაოსთან" პრიმერა დივიზიონის მეორე ტურის მატჩში მიიღო და არათუ ვენესუელასთან, დიდად ეჭვობდნენ, ურუგვაის წინააღმდეგ თუ შეძლებდა თამაშს.

ასე თუ ისე, მესიმ ურუგვაისთან თავიდან ბოლომდე ითამაშა და გამარჯვების გოლიც გაიტანა. მაგრამ ნახეთ, რა ხდება - გაჩნდა ინფორმაცია, რომ მესი პრიმერა დივიზიონის
მესამე ტურში "ალავესის" წინააღმდეგ აპირებს თამაშს, რამაც არგენტინაში მძაფრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია - ამ შემთხვევაში, მისი საქციელი "სამარცხვინოდ" უნდა შეფასდესო, ასეთი იყო საერთო პათოსი პრესასა თუ ტელეგადაცემებში.

ისე, თუ ეს კამპანია გაგრძელდა, ალბათ, საქმე იქამდე მივა, რომ მესი საბოლოოდ იტყვის უარს არგენტინის ნაკრებში თამაშზე. მაშ, დაველოდოთ 10 სექტემბერს - სწორედ ამ დღეს უნდა გაიმართოს "ბარსელონასა" და "ალავესის" მატჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რას ერჩიან მესის ....ვენესუელასთან თუ რაიმე ამბიციები აქვთ მესის გარეშეც უნდა მოეგოთ
ზურა ზურაბი12
21:50 30-09-2016
0
მესიმ რა ქნას თუ არგენტინაზე უფრო ფული უყვარს და ფეხებს უფრთხილდება.ეტყობა არგენტინელებს არ უნდათ ამის დაჯერება.იგი რონალდოსავით სამშობლოსათვის არ იტირებს.ამას კაცობა ჰქვია რომელიც მესის არ გააჩნია.
ამაშია საქმე
16:25 09-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული