მეკარემ კოლუმბიის ჩემპიონატის მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კოლუმბიის ჩემპიონატში მეკარემ ნელსონ რამოსმა საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა.

კოლუმბიის ჩემპიონატში ორ აუტსაიდერ შორის მატჩი გაიმართა. "კორტულუა" "ფორტალეზას" მასპინძლობდა.

23-ე წუთისთვის სტუმრები უკვე 2:0-ს აგებდნენ. 34 წლის ნელსონ რამოსმა ჯერ საჯარიმო დარტყმით გაიტანა, ხოლო კომპენსირებულ დროში საგოლე გადაცემა გააკეთა.

საბოლოოდ შეხვედრა ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ რამოსისთვის ეს მეხუთე გოლია კარიერაში.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მივანიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა და თავდასხმაში დავაყენოთ, შოთას შემდეგ თუ გამახსენებთ თუნდაც ამხანაგურ მატჩში რომელმა ჩვენმა "თავდამსხმელმა" გაიტანა და თან საგოლე გადაცემაც გააკეთა
llcl
15:38 19-09-2016
0
100%!
მე ვერ ვიხსენებ ☺
დათო
19:39 19-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული