13:45 21-08-2018
ბიჭმა 11 გოლი გაუშვა და მამის წყალობით მთელ ინგლისში პოპულარული გახდა [VIDEO]
AutoSharing Option
თუმცა სადებიუტო მატჩში, ერთ-ერთ ტურნირზე მისი გუნდი ანგარიშით 0:11 დამარცხდა, ხოლო თავად ჰარისონი ძალიან დამწუხრებული იყო ამით.
შვილის გასამხიარულებლად, მამამ, ალანმა "ვიტერში" მისი "სეივების" კრებულის ვიდეო ატვირთა. ამ ვიდეოს უამრავმა ადამიანმა უყურა, 2600 კომენტარი დაუწერეს და 9400 "რეტვიტი" გააკეთეს.
მათ შორის, ვინც ბიჭის თამაში შეაფასა, იყვნენ ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან ლუკაშ ფაბიანსკი "ვესტ ჰემიდან", ნიკ პოუპი "ბარნლიდან" და ასევე, ინგლისის ნაკრების ლეგენდარული მეკარე დევიდ სიმენი.
"კარგად გამოიყურები. ჩემს პირველ მატჩში სკოლის გუნდში 12 გოლი პირველ ტაიმში გავუშვი", დაწერა სიმენმა.
"ყოჩაღ, ტომ-მეკარე. მიყვარს შენი თამაში", - დაწერა "ევერტონის" ყოფილმა მეკარემ, ნევილ სოუჰოლმა.
"მამაცი, როგორც ლომი. გააგრძელე მუშაობა", - გაამხნევა ბიჭი ნიკ პოუპმა.
გარდა ამისა, მხარდაჭერის მესიჯები ბიჭს გაუგზავნეს კრის კირკლენდმა, ვიტო მანონემ, ბრაიან განმა. ჰარისონის მამამ განაცხადა, რომ მას მთელი მსოფლიოდან წერდნენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მცველები თუ ლობიოები არიან, ამ მეკარემ რა დააშავა :) ან კი თავდამსხმელებმა ერთი მაინც ვერ გაიტანეს? :)
2
0
ბიჭი რათქმაუნდა უნდა ანუგეშონ მაგრამ რეალურად ინგლისელი ბრიტანელი მეკარისთვის რაღაც მოულოდნელი არაფერი უქნია ამ ბავშვს.
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული