AP-ის ინფორმაციით, სარჩელის სავარაუდო მიზეზი არის ინფორმაციის გაჟონვა საგადასახადო დარღვევების საქმეზე, რომელშიც ფეხბურთელი და მისი ოჯახია ბრალდებული.
შეგახსენებთ, რომ წელს მარტში სასამართლომ ნეიმარი, 2012-2014 წლებში გადასახადებისთვის თავის არიდების საქმეში დამნაშავედ სცნო და დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, ბრაზილიელ ფეხბურთელს ბრალი, 2011-2013 წლებში, დაახლოებით 16 მლნ დოლარის ოდენობის გადასახადების გადაუხდელობის გამოც ედება.