ლიონელ მესი: ჩავისვარეთ და ახლა როგორმე უნდა გამოვასწოროთ ვითარება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი ძალიან დაამწუხრა მისი გუნდის მარცხმა სტუმრად ბრაზილიასთან.

11 ნოემბერს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-11 ტურის შეხვედრაში ბრაზილიამ საკუთარ მოედანზე არგენტინას სამი უპასუხო გოლი გაუტანა, რომელთაგან მეორე "ბარსელონაში" მესის თანაგუნდელის, ნეიმარის ანგარიშზეა.

- მუნდიალი 2018. სამხ. ამერიკა: ნეიმარმა ლიონელ მესის დუელი მოუგო [VIDEO]

"პრობლემა აზროვნებასთან დაკავშირებით გვაქვს. როდესაც ტვინში რაღაც წესრიგში ვერ არის, აღარც ფეხია რაიმეს მაქნისი. ასე რომ, ახლა არგენტინის ნაკრების მოთამაშეებმა როგორმე უნდა გამოვასწოროთ ეს ჩასვრილი ვითარება.

ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოგვიხდა დაპირისპირება. ბრაზილიელთა
პირველ გოლამდე მოედანზე თანაბარი თამაში იყო, მათი მეორე გოლი კი ჩვენზე ძალიან ცუდად აისახა. თავგზააბნეულები ვიყავით და სავსებით შესაძლებელი იყო, კიდევ უფრო დიდი სხვაობითაც წაგვეგო.

არგენტინა კვლავაც საკუთარ თავზეა დამოკიდებული, მაგრამ ამიერიდან აღარ გვაქვს უფლება, ქულები გავანიავოთ", - აქვეყნებს მესის ნათქვამს Ole.

11 ტურის შემდეგ მუნდიალის სამხრეთამერიკულ შესარჩევ ჯგუფს 24 ქულით ბრაზილია ლიდერობს, არგენტინას კი 16 ქულით მე-6 ადგილი უკავია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასე თუ გაგრძელდა 2018 ში მესი მხოლოდ პესში ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატს
! საშინელი არგენტინა ვიხილეთ! ამ სირიკო ტრენერებს სად ნახულობენ ნეტა ვიცოდე!! 6 ადგილი 10ში სირცხვილია მესი მძინარე მზეთუნახავია!!!
guro
11:05 11-11-2016
0

სიახლეები პოპულარული