13:11 10-12-2016
არგენტინის ჩემპიონატში პოლიციელმა შემთხვევით ფეხბურთელს თავში ესროლა [VIDEO]
AutoSharing Option
"ალმაგრო"-"ატლეტიკო პარანას" (0:1) შეხვედრის მიწურულს ტრიბუნებზე არეულობა დაიწყო. პოლიციის თანამშრომლებმა მოჩხუბარ ფანატთა დასაშოშმინებლად რეზინის ტყვიები გამოიყენეს. სწორედ ამ დროს 26 წლის კიროსს, რომელიც ტრიბუნასთან იდგა და გულშემატკივრებს დამშვიდებისკენ მოუწოდებდა, პოლიციელის მიერ ნასროლი ერთ-ერთი ტყვია თავში მოხვდა.
კიროსი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გაუმართლა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული