და მაინც, არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ჩინურ მილიონებზე უარი თქვეს.
კრიშტიანო რონალდო
ახალი წლის წინ კრიშტიანოს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა სენსაციური ინფორმაცია გაამხილა. მისი თქმით, 2016 წელს ერთ-ერთი ჩინური კლუბი მზად იყო, ფეხბურთელის სანაცვლოდ 300 მილიონი ევრო გაეღო. ამ ფულს მიიღებდა მადრიდის "რეალი", თავად რონალდო კი წელიწადში 100 მილიონს ირგუნებდა. პორტუგალიელმა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ჩინელები შვედს 120 მილიონ გირვანქას სთავაზობდნენ, თუმცა ზლატანმა შეთავაზება გადაჭრით იუარა. მისი თქმით, ის არ აპირებს ჩინეთში სათამაშოდ წასვლას. დიდი ალბათობით, ზლატანი გააგრძელებს ერთწლიან კონტრაქტს "მანჩესტერ იუნაიტედთან".
სესკ ფაბრეგასი
ერთ-ერთი ჩინური კლუბი მას წლიურ ხელფასად 30 მილიონ ევროზე მეტს სთავაზობდა. ფაბრეგასი უკვე ასაკშია და მას არ აქვს მუდმივი ადგილი "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში. ესპანელის ჩინური ტრანსფერი ძალიან ლოგიკურად ჩანდა, მაგრამ ფაბრეგასმა ამაყად იუარა ჩინური მილიონები. მან თქვა, რომ ურჩევნია, ანტონიო კონტეს გულის მოსაგებად იბრძოლოს. ბოლო დროს ეს მას არცთუ ცუდად გამოსდის.
უეინ რუნი
ჩინელებს მისი გადაბირებაც სურდათ, თუმცა რუნიმ უარი თქვა. არადა, ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ დაკარგა ადგილი როგორც "მანჩესტერ იუნაიტედში", ისე ინგლისის ნაკრებში. რუნიმ თქვა, რომ რჩება "წითელი ეშმაკების" ერთგულად. ვინ იცის, იქნებ ამის მთავარი მიზეზი ის ზღაპრული ხელფასია, რომელსაც რუნი "მანჩესტერში" იღებს.
ლუკა მოდრიჩი
ჩინელებმა ხორვატი 20 მილიონი ევროთი ვერ შეაცდინეს. მოდრიჩმა განაცხადა, რომ ის ძალიან ბედნიერია "რეალში". სურს, "სამეფო კლუბს" ახალი ჯილდოების მოგებაში დაეხმაროს. მოდრიჩმა მტკიცედ თქვა, რომ "სანტიაგო ბერნაბეუდან" წასვლას არ აპირებს.
მარკოს როხო
ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედს" ფეხბურთელის გაყიდვა სურდა. ერიკ ბაილის გუნდში გამოჩენის შემდეგ მისი პოზიციები კლუბში მნიშვნელოვნად შეირყა. როხომ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, კლუბში დარჩენა გადაწყვიტა. ამ დროისათვის ისე ჩანს, რომ მისმა არჩევანმა გაამართლა. არგენტინელს არცთუ იშვიათად ვხედავთ "იუნაიტედის" მაისურით.
ერნანესი
ზაფხულში "იუვენტუსის" ბრაზილიელ შუახაზელს ერთ-ერთი ჩინური კლუბი ეპატიჟებოდა. ჩინელები მას წლიურ ჯამაგირად 7 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. მაშინ ერნანესმა თქვა, რომ ევროპულ ფეხბურთში ჯერ საკუთარი თავი არ ამოუწურავს.
ნიკოლა კალინიჩი
ჩინელები ხორვატის კლუბს, "ფიორენტინას" 45 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, ხოლო თავად კალინიჩს - 20 მილიონ ევროს ორ წელიწადში. კალინიჩმა "იები" ფულზე არ გაყიდა. თავის მხრივ, არც "ფიორენტინა" დახარბდა ჩინურ მილიონებს.
ვისენტე დელ ბოსკე
"ვადასტურებ, რომ ჩინეთიდან მივიღე წინადადება. აქ საუბარი იყო 10 მილიონ ევროზე წელიწადში. არ ვიცი, ეს წინადადება კლუბისგან იყო თუ ნაკრებისგან. მე ამისათვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია", - თქვა მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულიანმა მწვრთნელმა.
სემ ელერდაისი
"ჩინელებმა სამუშაო შემომთავაზეს დიდებული პირობებით. შემეძლო იქ წასვლა, მაგრამ მე ტრადიციული კაცი ვარ და ინგლისში დარჩენა გადავწყვიტე. მესმის, ცხოვრებასა და ფეხბურთში ძალიან ბევრი რამ იცვლება და ჩნდებიან ახალი ჰეგემონები, მაგრამ მე ასე გადავწყვიტე", - თქვა ელერდაისმა.
ჟოზე მოურინიო
"ჩინურ ფეხბურთში დიდი ფული ჩაიდო და ეს ფული ყველას თავისკენ ეზიდება. მე არასოდეს მიფიქრია ჩინეთში წასვლაზე. მე მიყვარს ფეხბურთი უმაღლეს დონეზე და მინდა, ვიყო მისი ნაწილი რაც შეიძლება დიდხანს. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ყველას აქვს თავისი ცხოვრების გზა და თავისი არჩევანი, მაგრამ პირადად მე 53 წლის ასაკში ძალიან ახალგაზრდად ვთვლი თავს იმისათვის, რომ ჩინეთზე ვიფიქრო. ჩინელებს კი მხოლოდ და მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ. ჩემი პატივისცემა მათ", - ეს ჟოზე მოურინიოს სიტყვებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"