სანაკრებო პარადოქსები: რონალდო ავსტრალიაში, ნაინგოლანი ინდონეზიაში და პიანიჩი ლუქსემბურგში...

AutoSharing Option
არაერთ ვარსკვლავს შეეძლო, სხვა სანაკრებო ასპარეზი აერჩია. მათ შორის, დღევანდელი ფეხბურთის მთავარ ვარსკვლავებს, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს. ჩვენი წერილი სწორედ სანაკრებო პარადოქსებს ეხება.

ლიონელ მესი
მას თავისუფლად შეეძლო, არგენტინის ნაკრებში კი არა, ესპანეთის უპირველეს გუნდში ეთამაშა. ასეთ შემთხვევაში მესი გახდებოდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მაგრამ არგენტინაში ყველაზე საძულველი პიროვნება იქნებოდა.

გონსალო იგუაინი
ის არგენტინელი ფეხბურთელის, ხორხე იგუაინის ოჯახში დაიბადა, ვინც მაშინ ფრანგულ "ბრესტში" თამაშობდა. 10 თვის იყო გონსალო, როცა ოჯახი არგენტინაში დაბრუნდა. 2006 წელს ის ერთად მიიწვიეს საფრანგეთისა და
არგენტინის ნაკრებში. გონსალო დაფიქრდა და მესის თანაგუნდელობა აირჩია.

ასმირ ბეგოვიჩი
ათი წლის იყო, როცა კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. 2007 წელს კანადის სახელით ითამაშა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. 2007 წელს ბოსნიის ნაკრებში თამაში იუარა და თქვა, რომ კანადის დროშის ქვეშ ბედნიერია. ორი თვის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ბოსნიის ნაკრების მაისურა ჩაიცვა.

ჯონათან დე გუზმანი
მასაც კანადის სახელით თამაში შეეძლო. 2008 წელს ჰოლანდიური პასპორტი მიიღო და ამ ქვეყნის ნაკრებში მიიწვიეს. დე გუზმანმა თქვა, რომ ირჩევს ჰოლანდიას და მთელი კანადა გაანაწყენა.

ალფონს არეოლა
საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა. ცოტა ხნის წინ ფილიპინების ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა ამ მეკარის გადასაბირებლად, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. არეოლას მშობლები ფილიპინელები არიან.

რაჯა ნაინგოლანი
ინდონეზიელი მამის და ბელგიელი დედის შვილს შეეძლო, ინდონეზიის ნაკრებში ეთამაშა. მამამისი ბალიზე დაბრუნდა იმ მიზნით, რომ გაეგრძელებინა თავისი ბიზნესის წარმოება.

Sportall.Ge

დავიდ სილვა
ბევრი საინფორმაციო საშუალების ცნობით, დავიდ სილვას დედა იაპონელია. სწორედ ამიტომ აქვს მას არაესპანური გარეგნობა. სილვას არასოდეს უფიქრია ესპანეთის გარდა სხვა ნაკრებში თამაშზე.

რობინ ვან პერსი
რობინ ვან პერსის ბებია ინდონეზიელია, თუმცა მას არასოდეს უფიქრია ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშზე.

შონ მელოუნი
შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელს თავისუფლად შეეძლო, მალაიზიის ღირსება დაეცვა. ხუთი წლის იყო მელოუნი, როცა მამა შოტლანდიაში დაბრუნდა და თან შვილიც წაიყვანა. მელოუნი ამბობს, რომ შოტლანდიელია, თუმცა მალაიზია მისი მეორე სამშობლოა.

იოან კაბაი
ბებია ვიეტნამელი ჰყავს და ამ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისათვის ყველაფერს აკეთებს. აქვე ამბობს, რომ ვიეტნამის ნაკრებში თამაშზე არ უფიქრია.

მაიკლ ჩოპრა
ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ ლიდერს მამა ინდოელი ჰყავს. 2010 წელს ინდოელებს სურდათ, ჩოპრა მათ ნაკრებში ეხილათ, თუმცა საქმე არ გამოვიდა.

ნილ ტეილორი
უელსის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს შეეძლო, ინდოეთის ნაკრებში ეთამაშა. დედამისი კალკუტაში დაიბადა. ტეილორი ხშირად ჩადის ინდოეთში და ფეხბურთის პოპულარიზაციას ეწევა.

ტიმ კეჰილი
ირლანდიელი მამის და სამოელი დედის შვილია. ის დაიბადა ავსტრალიაში, ამიტომ სამ ნაკრებში თამაში შეეძლო. პატარა ასაკში რამდენიმე მატჩი ითამაშა სამოას ახალგაზრდულ ნაკრებში და ფიფას წესი რომ არ შეეცვალა, ავსტრალიის ნაკრების ლიდერი ვერასოდეს გახდებოდა.

კრიშტიანო რონალდო
შესაძლოა, ავსტრალიის ნაკრებში ეთამაშა. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, 5 წლის კრიშტიანოსთან ერთად დედამისი ავსტრალიაში რომ წასულიყო.

მირალემ პიანიჩი
დაიბადა ბოსნიაში, მაგრამ მისი ოჯახი ომს ლუქსემბურგში გაექცა. ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა. საბოლოოდ სანაკრებო ასპარეზად მაინც ბოსნია აირჩია.

რადამელ ფალკაო
13 წლის იყო ფალკაო, როცა მამამისმა სცადა, შვილისათვის ბრიტანული პასპორტი აეღო. ეს მას ევროპული კარიერის აწყობაში უნდა დახმარებოდა. საბოლოოდ პასპორტი არა, მაგრამ ფალკაომ ბრიტანული კარიერა კი მიიღო.

ტიმ ჰოვარდი
მამა აფროამერიკელია, დედას კი უნგრული ფესვები აქვს.

ჯუზეპე როსი
ამერიკაში დაიბადა. 2006 წელს ამ ქვეყნის ნაკრებისგან მიწვევაც მიიღო, თუმცა საბოლოოდ იტალიის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

ლეონ ოსმანი
სომალელი ბაბუის საპატივცემულოდ შეეძლო, ამ ქვეყნის ნაკრებში ეთამაშა. აირჩია ინგლისი.

როს ბარკლი
ნიგერიელი ბაბუის გამო შეეძლო, ამ ქვეყნის ნაკრების მაისური მოერგო.

კევინ დე ბრუინი
დედამისი დაიბადა ბურუნდიში, ცხოვრობდა კოტდივუარსა და ინგლისში. დე ბრუინს შეეძლო, ბურუნდი აერჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ანუ ბებიას ის რომ ქონოდა ბაბუა იქნებოდას ვარიანტია
o.k.
22:41 22-01-2017
0
ras bodialobt. saqme gamogeliat? gansakutrebit kristiano ronaldoze iyo ulogiko sisulele dacerili
giga
19:21 22-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული