ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: სერიები, რეკორდები და ჩავარდნები

AutoSharing Option
მილანის "ინტერი" და მიუნხენის "ბაიერნი" თამაშს თამაშზე იგებენ, მოწოდების სიმაღლეზეა "იუვენტუსიც". აი, "ლივერპული", ვფიქრობთ, კრიზისშია. ევროპაში კიდევ რამდენიმე გრანდს დაუცდა მოულოდნელად ფეხი ამ უქმეებზე...

ასოციაციის თასი:
კლოპმა მაინცი გაიხსენა
* "ლესტერს" არ წაუგია ასოციაციის თასზე ბოლო 8 მატჩში ქვედალიგელებთან დაპირისპირებაში.

* დარენ ბენტმა (დერბი) ასოციაციის თასის ბოლო 11 მატჩში 10 გოლი გაიტანა. "ლესტერთან" (2:2) მან საკუთარი კარიც დალაშქრა.

* "საუთჰემპტონს" 1910 წლის მერე ასე სასტიკად (0:5 "არსენალთან") არ წაუგია ასოციაციის თასზე შინ.

* თეო უოლკოტმა "არსენალის" მაისურით მე-5 ჰეთ თრიკი შეასრულა,
პირველი 2015 წლის მაისის მერე.

* დენი უელბეკმა (არსენალი) თასზე დუბლი პირველად გაახერხა.

* "ლინკოლნ სიტი" ასოციაციის თასის მე-5 ეტაპზე 1887 წლის (!) მერე პირველად გავიდა.

* დელე ალიმ (ტოტენჰემი) ასოციაციის თასზე პირველი გოლი გაიტანა 2012 წლის მერე.

* პედრომ (ჩელსი) ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) 4-ჯერ მოახერხა ერთ მატჩში გოლის გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც. ეს პრემიერლიგის ფეხბურთელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

* ვინსენტ იანსენმა "ტოტენჰემის" მაისურით 4 გოლი გაიტანა და ოთხივე პენალტით.

* ვილიანმა (ჩელსი) გასულ და ახლანდელ სეზონებში (ყველა შეჯიბრებაში) 7 გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით, რაც საუკეთესო შედეგია პრემიერლიგის ფეხბურთელთა შორის.

* იურგენ კლოპმა (ლივერპული) მწვრთნელის რანგში შინ ზედიზედ მესამე მატჩი 2007 წლის მერე პირველად წააგო. მაშინ ის "მაინცის" თავკაცი იყო.

* ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, "იუნაიტედმა" 6-ჯერ შეძლო თამაშში ოთხი ან მეტი გოლის გატანა (36 მატჩში). ეს ორით მეტია ლუი ვან გაალის შედეგზე (103 მატჩში).

* ბასტიან შვაინშტაიგერმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა. მას "იუნაიტედის" მაისურით წინა 33 თამაშში სწორედ გოლი და საგოლე პასი ჰქონდა სულ.

* ანტონი მარსიალმა (მანჩესტერი) ასოციაციის თასის ბოლო 8 მატჩში 9 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 6 პასი).

ლა ლიგა:
ელ ნინიო - 500
* "ოსასუნამ" ელიტაში საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა - 12 მატჩი მოუგებლად.

* 2017 წელს ლა ლიგაში მხოლოდ ორი პენალტი მოიგერიეს და ორივეჯერ ეს მარიო ფერნანდესმა (ოსასუნა) შეძლო. ამ მეკარემ ლა ლიგაში 8-დან 4 პენალტი (50%) მოიგერია.

* ანტუან გრიზმანმა "ატლეტიკოს" მაისურით პირველად ვერ გაიტანა მატჩში, რომელშიც 5-ჯერ დაარტყა მეტოქის კარში.

* ალვარო გონსალესმა (ვილიარეალი) ლა ლიგაში ერთ მატჩში პირველად მიიღო ორ გოლში მონაწილეობა (გოლი + პასი).

* ბრუნო სორიანომ (ვილიარეალი) ზედიზედ 5 პენალტის გატანის მერე სათამაშო ეპიზოდიდანაც გაიტანა.

* ფერნანდო ტორესმა (ატლეტიკო) ჩემპიონატების მატჩებში მე-500-ედ ითამაშა.

* ამ სეზონში "რეალის" მაისურით 17-მა ფეხბურთელმა გაიტანა, ყველაზე მეტმა ევროპის ტოპ-5 ლიგაში.

* ალვარო მორატამ (რეალი) შეცვლაზე 5 გოლი გაიტანა ამ სეზონში, ყველაზე მეტი ლა ლიგაში.

* მატეო კოვაჩიჩმა "რეალის" მაისურით პირველად შეძლო ერთ მატჩში გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც.

* კრიშტიანო რონალდომ (რეალი) ბოლო 13 მატჩში (ყველა შეჯიბრებაში) 13 გოლი გაიტანა.

* კეილორ ნავასი (რეალი) გახდა პირველი კოსტარიკელი, ვინც ლა ლიგაში 100 მატჩი ჩაატარა.

* ფერნანდო ამორებიეტა (სპორტინგი) ამ სეზონში 12-ჯერ დასაჯეს ყვითელი ბარათით. ევროპის ტოპ-5 ლიგაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

* ნიკოლას პარეხა მატჩის მე-2 წუთზე (1:11) გააძევეს, ეს კი ლა ლიგაში ყველაზე სწრაფი გაძევებაა 2003/04 წლების სეზონის შემდეგ.

* სტევან იოვეტიჩმა "სევილიას" მაისურით მხოლოდ 4 მატჩი ითამაშა და სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

* ლუის სუარესმა "ბარსელონას" ბოლო 10 გოლიდან (ყველა შეჯიბრებაში) 8-ში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 2 პასი).

* ლა ლიგის ბოლო 9 მატჩიდან 6-ში "ბარსელონამ" I ტაიმი 0:0 დაასრულა.

ბუნდესლიგა:
გაძევება 4 სხვადასხვა გუნდის მაისურით
* "აინტრახტმა" პირველ 18 ტურში მხოლოდ 15 გოლი გაუშვა - კლუბის ახალი რეკორდი.

* "ლევერკუზენმა" 2008 წლის მერე პირველად წააგო მატჩი, რომელსაც ორი გოლის სხვაობით იგებდა.

* ლარს შტინდლმა (გლადბახი) ბუნდესლიგაში მე-5 დუბლი შეასრულა, პირველი, 2015 წლის მაისის მერე.

* ჩიჩარიტომ (ლევერკუზენი) უგოლო სერია 782-ე წუთზე (11 თამაში) შეწყვიტა.

* ჟონათან თამ (ლევერკუზენი) ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა (მე-60 მატჩი).

* სანდრო ვაგნერი (ჰოფენჰაიმი) მეოთხე გუნდის მაისურით გააძევეს კარიერაში. ბუნდესლიგაში ასეთი მხოლოდ ერთი ფეხბურთელია - მიხაელ ტარნატი.

* მიუნხენის "ბაიერნმა" ზედიზედ მე-13 დაპირისპირება მოუგო "ვერდერს". ეს მიუნხენური კლუბისთვის რეკორდია.

* ჰალილ ალთინთოფი "აუგსბურგის" ისტორიაში ბუნდესლიგაში გოლის ყველაზე ასაკოვანი გამტანი გახდა - იგი 34 წლისაა.

* "კიოლნმა" ბუნდესლიგის მატჩში 6 გოლი ბოლოს 1990 წლის მაისში გაიტანა.

* მაქს კრუზემ (ვერდერი) მე-11 ცდიდან პირველად გაუტანა "ბაიერნს".

* დავიდ ალაბას (ბაიერნი) ბოლო 5 გოლიდან 4 საჯარიმო დარტყმით გავიდა.

* ანტონი მოდესტეს (კიოლნი) უკვე 48 გოლი აქვს ბუნდესლიგაში გატანილი. იგი მეორე ფრანგია ფრანკ რიბერის (ბაიერნი) შემდეგ - 72.

* ტიმო ვერნერმა (ლაიპციგი) საშინაო მატჩებში ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა.

* ბოლოს ფრანკ რიბერიმ არიენ რობენს (ბაიერნი) ორი წლის წინათ გაატანინა 2015 წლის თებერვალში.

* მარიო გომესმა (ვოლფსბურგი) "აუგსბურგს" 5 მატჩში 5 გოლი გაუტანა.

* ზლატკო იუნუზოვიჩმა (ვერდერი) ბუნდესლიგაში 150-ე მატჩი ითამაშა.

* მარკო როისმა (დორტმუნდი) "მაინცს" უკვე მე-11 გოლი გაუტანა ბუნდესლიგაში. მოკლედ, გადაეკიდა...

* სხვათა შორის, ბუნდესლიგაში თანაგუნდელებს ანდრე შიურლეს, მარკო როისსა და პიერ-ემერიკ ობამეიანგს ერთად ერთი წამიც არ უთამაშიათ.

სერია A:
"იუვესა" და იგუაინის რეკორდები
* მილანის "ინტერმა" ყველა შეჯიბრებაში ზედიზედ 9 მატჩი 2012 წლის ნოემბრის მერე პირველად მოიგო. მაშინდელი სერია 10-მატჩიანი იყო.

* მაურო იკარდის (ინტერი) ანგარიშზე 8 საგოლე პასია, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია თავდამსხმელთა შორის.

* დანილო დ'ამბროზიო "ინტერის" პირველი მცველია, ვინც ამ სეზონში გოლი გაიტანა.

* "ლაციომ" მეტოქის კარისკენ 28-ჯერ დაარტყა და მაინც წააგო.

* "იუვენტუსს" ჩემპიონატში ფრე 33 მატჩია, არ უთამაშია. ეს იტალიის ჩემპიონატის რეკორდია.

* "რომას" კარის მშრალი სერია 344-ე წუთზე დაირღვა.

* გონსალო იგუაინმა (იუვენტუსი) ამ ჩემპიონატში 5 გოლი გაიტანა მატჩების პირველ 15 წუთში. ეს ყველაზე მეტია ჩემპიონატში.

* ლევან მჭედლიძემ "ემპოლის" ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ლიგა 1:
ყველა დროის ბაფე
* ბაფეტიმბი გომისი (მარსელი) ლიგა 1-ში 115 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მან ზლატან იბრაჰიმოვიჩს (113) გაუსწრო.

* პატრის ევრამ (მარსელი) ლიგა 1-ში 4 058 დღის (2005 წლის დეკემბერი) მერე პირველად ითამაშა.

* "ლილმა" სტუმრად აჯობა "ლიონს" ბურთის ფლობის 32,1%-ით, რომელიც კლუბისთვის 2006/07 წლების სეზონის შემდეგ უარესია.

* "ლიონმა" 10 პენალტი დაარტყა ამ სეზონში, ეს ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტია.

* მემფის დეპაიმ (ლიონი) 2016 წლის მაისის მერე პირველად ითამაშა საკლუბო ფეხბურთი სასტარტო შემადგენლობაში.

* პსჟ-მა "მონაკოსთან" დაპირისპირებების მხოლოდ 20% მოიგო.

* "სენტ ეტიენმა" ერთ მატჩში ორი პენალტი საფრანგეთის პირველობაზე 1995 წლის მერე პირველად გაიტანა.

* ჯიმი ბრიანმა (გენგამი) "ნიცას" კარში ჯამში 7 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული