საფეხბურთო მამა-შვილობა: ტოპლიგებში მოთამაშე ცნობილი ფეხბურთელების ვაჟები

AutoSharing Option
თითქოს, სულ ახლახან იყო, ისინი რომ ბრწყინავდნენ. დღეს კი ესტაფეტა მათმა შვილებმა გადაიბარეს. ჩვენს წერილში ვისაუბრებთ იმ ვარსკვლავების შვილებზე, რომლებიც უკვე ამბობენ ფეხბურთში თავიანთ წონად სიტყვას.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამ წერილში შევეხებით მხოლოდ ზოგიერთ მათგანს. იმათ, ვინც მაღალ დონეზე სისტემატურად თამაშობენ. ამ მიზეზით ჯერ მოცდა მოუწევთ, თუნდაც, ზლატკო ზაჰოვიჩისა და ზინედინ ზიდანის შვილებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ცუდი ფეხბურთელები არიან.

ვინც "აიაქსის" თამაშს უცქერდა, დამეთანხმება, რომ ჯასტინ კლიუვერტი ძალიან ჰგავს მის ლეგენდარულ მამას. მსოფლიო ფეხბურთში კიდევ
არაერთი საინტერესო მაგალითია საფეხბურთო მამაშვილობისა.

მარკოს ალონსო და მარკოს ალონსო
26 წლის ფლანგის მცველი "ჩელსის" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა. მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მამამისი, ასევე მარკოს ალონსო, "ატლეტიკოში", "ბარსელონაში" და ესპანეთის ნაკრებში თამაშობდა.

პეტერ და კასპერ შმეიხელები
30 წლის მეკარე კასპერ შმეიხელი "ლესტერთან" ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა, მიმდინარე სეზონში კი პრემიერლიგაში 14 მატჩი ჩაატარა (21 გაშვებული გოლი). მამამისი ლეგენდარული დანიელი მეკარე, პეტერ შმეიხელი იყო. მისი დიდებული კარიერა ალბათ, ყველას გვახსოვს.

Sportall.Ge

დენი და დეილი ბლინდები
26 წლის ჰოლანდიელი დეილი ბლინდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადის ფეხბურთელია. პრემიერლიგაში 14 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. ახლო წარსულში დიდებული მცველის, დენი ბლინდის შვილია.

აბედი პელე და ანდრე და ჯორდან აიუები
ანდრე აიუ 27 წლისაა და "ვესტ ჰემის" ფეხბურთელია. მამამისი იყო აბედი პელე, წარსულში "მარსელისა" და განის ნაკრების შესანიშნავი თავდამსხმელი. ანდრეს უმცროსი ძმა ჯორდან აიუც მაღალ დონეზე თამაშობს - ამჟამად "სუონსიშია", სადაც დებიუტის მოლოდინშია.

მაზინიო და ტიაგო და რაფაელ ალკანტარები
25 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთი ლიდერია. ბუნდესლიგაში 15 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მამამისია მაზინიო, "ვალენსიასა" და "სელტას" ყოფილი ნახევარმცველი, 1994 წლის მუნდიალის გამარჯვებული. მისმა უმცროსმა ძმამ, რაფინიამ "ბარსელონას" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა. მამისი უკვე წარმოგიდგინეთ - მაზინიო.

მეჰო და კენან კოდროები
23 წლის თავდამსხმელმა "ოსასუნას" შემადგენლობაში პრიმერაში 13 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი და 1 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. მამამისია მეჰო კოდრო, "ბარსელონასა" და ბოსნიის ნაკრების შემტევი.

გეორგე და იანის ჰაჯები
18 წლის რუმინელ შემტევ ნახევარმცველ იანის ჰაჯის უკვე ჰქონდა იტალიის ჩემპიონატში დებიუტი "ფიორენტინას" შემადგენლობაში. ის რუმინული ფეხბურთის ლეგენდის, გეორგე ჰაჯის ვაჟია.

ენრიკე და ფედერიკო კიეზები
19 წლის ფედერიკო კიეზა იტალიის ფეხბურთის იმედია. მან "ფიორენტინას" რიგებში იტალიის ჩემპიონატში 12 მატჩი ითამაშა და წყვილი გოლ-ასისტი მიითვალა. ფედერიკო იტალიის ნაკრების ყოფილი შემტევის, ენრიკო კიეზას ვაჟია.

დიეგო და ჯოვანი სიმეონეები
ჯოვანი სიმეონემ "ჯენოას" რიგებში 20 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი შეაგდო. ამასთან, ჯერ მხოლოდ 21 წლისაა. მამამისს დიდი წარდგენა არ სჭირდება. არგენტინული და მსოფლიო ფეხბურთის ექსვარსკვლავი დიეგო სიმეონე დღეს "ატლეტიკოს" სათავეში დგას.

Sportall.Ge

ეუსებიო და ფედერიკო დი ფრანჩესკოები
22 წლის ვინგერი ფედერიკო დი ფრანჩესკო "ბოლონიაში" თამაშობს. 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მამამისი, ეუსებიო დი ფრანჩესკო "რომადან" და იტალიის ნაკრებიდან უნდა გვახსოვდეს.

მიგელ და ხოსე რეინები
33 წლის ვეტერანი ხოსე რეინა "ნაპოლის" ღირსებას იცავს. მეკარე იყო მამამისიც, მიგელ რეინა. ის "ბარსელონაში" "ატლეტიკოში" და ესპანეთის ნაკრებში თამაშობდა.

ალან და ტიბო ჟირესები
მართალია, ტიბო ჟირესი "გენგამში" ვერ ბრწყინავს, მაგრამ მამა კი დიდებული ფეხბურთელი ჰყავდა - საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, ალან ჟირესი.

პატრიკ და ჯასტინ კლიუვერტები
"აიაქსში" ამ 17 წლის მარჯვენა ფრთამ, ჯასტინ კლიუვერტმა უკვე ჩაატარა 3 მატჩი. მამა იოლი გამოსაცნობია - ლეგენდარული პატრიკ კლიუვერტი.

ჰენრიკ და ჯორდან ლარსონები
ჰენრიკ ლარსონის ძე, ვინც ასევე თავდამსხმელია, ახლახან გადავიდა ჰოლანდიურ "ნეიმეგენში. 19 წლის ფეხბურთელმა სამი მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. კარიერა კი მამის მშობლიურ კლუბში, "ჰელსინგბორგში" დაიწყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დონატო რატომ გამოგრჩათ?
დეპორტივოში თავის შვილთან ერთად აქვს ნათამაშები ერთდროულად!
ქომაგი
20:04 05-02-2017
0
მალდინები?
ალეკო
10:15 06-02-2017
0

სიახლეები პოპულარული