ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: პრემიერლიგის ტოპ-გუნდი "მანჩესტერია"

AutoSharing Option
ევროთასების განახლების წინ ბოლო ევროუქმეებიც ჩამთავრდა, ფეხბურთი სრულფასოვნად დაბრუნდა. ვნახოთ, რა საინტერესო ფაქტები და ციფრები შემოგვთავაზა ევროპის ტოპ-5-მა ლიგამ...

პრემიერლიგა: მანე - "ლივერპულის" გაჭირვების ტალკვესი
* "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველი გუნდია, რომელმაც პრემიერლიგაში 2 000 ქულა დააგროვა.

* "ჰალის" კარში უკვე 11 პენალტი დაარტყეს, რაც პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტია ("ბლექბერნის" კარშიც 11 პენალტი დაარტყეს 2006/07 წლების სეზონში).

* "ტოტენჰემმა" სტუმრად ბოლო 17-დან მხოლოდ 1 მატჩი მოუგო ტოპ-6 ადგილზე მყოფ კლუბებს.

* "ლივერპულმა" "ენფილდზე" მე-16 თამაში მოუგო პრემიერლიგაში "ტოტენჰემს". პრემიერლიგის გუნდების წინააღმდეგ "წითლებს"
ამაზე მეტი მატჩი არავისთვის მოუგიათ.

* "ტოტენჰემმა" პირველ ოც წუთში აქამდე ჩემპიონატში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა, ახლა კი მხოლოდ "ლივერპულმა" გაუტანა ამდენი.

* სადიო მანემ "ლივერპულში" ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა ამ სეზონში - 15 (11 გოლი, 4 პასი).

* ხუან მატამ (მანჩესტერი) ზედიზედ ორ მატჩში 2015 წლის სექტემბრის მერე პირველად გაიტანა.

* "საუთჰემპტონის" რიგებში პირველ ორ თამაშში მანოლო გაბიადინიმდე მხოლოდ ანრი კამარას ჰქონდა გატანილი.

* "ვესტ ბრომვიჩი" ბოლო სამი ტურია, მატჩის მე-6 წუთზე ხსნის ანგარიშს.

* ალექსის სანჩესმა (არსენალი) ზედიზედ მესამე მატჩში გაუტანა ორი და მეტი გოლი "ჰალ სიტის". ასეთი რამ ბოლოს ტიერი ანრის ჰქონდა გაკეთებული 2002 წელს "ჩარლტონის" წინააღმდეგ.

* ანტონი მარსიალმა (მანჩესტერი) 22 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც მისი დებიუტის შემდეგ კლუბში საუკეთესო მაჩვენებელია.

* "სუონსიმ", პოლ კლემენტის მეთაურობით, 6 მატჩიდან 4 მოიგო, მაშინ, როცა წინა 19 მატჩში - მხოლოდ 3.

* "ლესტერ სიტი" პირველი ჩემპიონი გუნდია, რომელმაც წელიწადის პირველი 6 მატჩი უგოლოდ ჩაატარა.

* გილფი სიგურდსონმა (სუონსი) ბოლო 8 მატჩში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 5 პასი).

* "ჩელსიმ" "ბარნლისთან" მატჩის II ტაიმში ერთხელაც ვერ დაარტყა კარში ზუსტად.

* "ბარნლიმ" ელიტაში ზედიზედ 6 საშინაო მატჩი პირველად არ წააგო 1975 წლის მერე.

* რობი ბრეიდი (ბარნლი) არის პირველი ფეხბურთელი, ვინც "ჩელსის" ჯარიმა გაუტანა 2013 წლის მერე (რიკი ლამბერტი).

* პედრომ (ჩელსი) უკვე 9 გოლი გაიტანა ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) - შარშან მან სრულ სეზონში მხოლოდ 8 გოლი გაიტანა.

Sportall.Ge

ლა ლიგა: "ატლეტიკომ" პენალტების გატანა ვერ ისწავლა
* ინიგო მარტინესმა ლა ლიგაში პირველი საგოლე პასი "სოსიედადის" მაისურით 179-ე თამაშში ჩაიწერა.

* ისკო ალარკონმა (რეალი) 5 გოლი გაიტანა სეზონში, რაც მან შარშან მთელ სეზონში მოახერხა.

* კრიშტიანო რონალდომ (რეალი) ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა.

* "ბარსელონამ" "ალავესს" 6:0 მოუგო, რაც ბასკური გუნდისთვის ყველაზე დიდი მარცხია მშობლიურ სტადიონზე.

* ნეიმარმა "ბარსელონას" მაისურით 95-ე გოლი გაიტანა და რონალდინიოს გადაუსწრო, ხოლო ლუის სუარესი 109 გოლით ლუის ენრიკეს დაეწია.

* სერხიო რამოსმა მადრიდის "რეალის" მაისურა კარიერაში მეხუთასედ მოირგო.

* ზინედინ ზიდანმა (რეალი), როგორც იქნა, დაასრულა ცუდი საგარეო სერია - 3 ფრე და 1 მარცხი.

* "ოსასუნასთან" მატჩში "რეალმა" გაიტანა პირველივე ზუსტი დარტყმით და პირველივე ზუსტი დარტყმით მეორე ტაიმში.

* რაც კრიშტიანო რონალდო "რეალში" თამაშობს, მას ყველაზე მეტი საგოლე პასი ქარიმ ბენზემამ (37) გაუკეთა.

* "რეალმა" პამპლონაში 2012 წლის მერე პირველად მოიგო.

* "დეპორტივომ" ყველაზე მეტი ქულა დაკარგა ლა ლიგაში ამ სეზონში, მას მერე, რაც ლიდერობდა - 21 (3 ფრე, 5 წაგება). "ბილბაომ" კი პირიქით - ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა, მას მერე, რაც აგებდა - 17 (5 მოგება, 2 ფრე).

* ემრე ჩოლაქი "დეპორტივოს" ბოლო 6 გოლიდან 5-ში მონაწილეობდა.

* "მენდიზოროზაზე" ("ალავესის" სტადიონი) ლა ლიგაში პირველად გაიტანა სტუმარმა გუნდმა 6 გოლი (ბარსელონა).

* ლუის სუარესმა 24-დან 23 გუნდს გაუტანა, ვისაც ლა ლიგაში ეთამაშა. მხოლოდ "მალაგა" რჩება მისთვის აუღებელ სიმაგრედ.

* სამუელ უმტიტი მე-6 წუთზე გააფრთხილეს, რაც "ბარსელონას" ფეხბურთელისთვის უსწრაფესია ამ სეზონში.

* "ბეტისმა" საშინაო მატჩებში ყველაზე მეტჯერ შეინახა კარი "მშრალად" - 7.

* ფერნანდო ტორესმა (ატლეტიკო) ლა ლიგაში მე-9 პენალტი ვერ გაიტანა და ამ მაჩვენებლით "ლიდერ" კრიშტიანო რონალდოს (რეალი) გაუთანაბრდა. თუმცა პორტუგალიელმა 65 პენალტი დაარტყა, "ელ ნინიომ" კი - 28.

* "ატლეტიკომ" 6 პენალტი ვერ გაიტანა ამ სეზონში, ყველაზე მეტი ლა ლიგაში.

* "სევილიამ" ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა ბოლო 15 წუთში გატანილი გოლების წყალობით - 15.

* ბურგუიმ (სპორტინგი) კარიერაში პირველად შეძლო ერთ მატჩში გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულებაც.

* "მალაგას" მოუგებელი სერია უკვე 9 ტურია გრძელდება.

Sportall.Ge

ბუნდესლიგა: მოდესტემ დაამრგვალა
* "მაინცმა" სეზონში მე-10 გოლი გაიტანა თავით, ყველაზე მეტი ბუნდესლიგაში.

* ნალდომ (შალკე) ბუნდესლიგაში 150-ე გამარჯვება იზეიმა.

* მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ორი გოლი 89-ე წუთის მერე გაიტანა თამაშში.

* ბრემენის "ვერდერმა" კალენდარული წელი ოთხი წაგებით ბოლოს 1980 წელს დაიწყო.

* 2008 წლის შემოდგომის მერე პირველად "ჰამბურგმა" ზედიზედ სამი თამაში ისე მოიგო, გოლი არ გაუშვია.

* არიენ რობენმა (ბაიერნი) უკვე გაიტანა იმაზე მეტი გოლი, ვიდრე წინა სეზონში - 8 (7).

* აარონ ჰანტმა (ჰამბურგი) ბუნდესლიგაში 50-ე გოლი გაიტანა.

* "დარმშტადტმა" "დორტმუნდს" ზუსტად იმდენი გოლი გაუტანა, რამდენიც წინა 9 ტურში ერთად - 2.

* "ლაიპციგმა" ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად ვერ შეძლო საშინაო მატჩის ერთ ტაიმში თუნდაც ერთხელ დარტყმა მეტოქის კარში.

* რაფაელ გერეირო (დორტმუნდი) საშუალოდ ყოველ 136 წუთში ერთ გოლში მონაწილეობს.

* ფრანკფურტის "აინტრახტმა" ბუნდესლიგაში 2 500 გოლი გაუშვა. მეტი აქვთ გაშვებული "ვერდერს", "ჰამბურგსა" და "შტუტგარტს".

* ბერნდ ლენო "ლევერკუზენის" კარში ოფიციალურ მატჩებში 250-ედ ჩადგა.

* ანტონი მოდესტემ (კიოლნი) ბუნდესლიგაში 50-ე გოლი გაიტანა.

* "ჰოფენჰაიმმა" ყველაზე მეტი ქულა დაკარგა მას მერე, რაც მატჩს იგებდა - 18 (6 წაგება, 2 ფრე).

Sportall.Ge

სერია A: ალეგრის იუბილე
* დრის მერტენსმა (ნაპოლი) ამ სეზონში უკვე 20 გოლში მიიღო მონაწილეობა (16 გოლი, 4 პასი), რაც ორჯერ მეტია შარშანდელ შედეგზე.

* პიოტრ ზიელინსკიმ (ნაპოლი) ჩემპიონატის ბოლო 10 მატჩში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 5 პასი).

* "უდინეზე" ხუმა ბაბაქარის საყვარელი მეტოქეა - 3 გოლი 4 მატჩში.

* გონსალო იგუაინმა (იუვენტუსი) ბოლო 5 საგარეო მატჩში გაიტანა.

* მასიმილიანო ალეგრისთვის მე-100 მატჩია იტალიის ჩემპიონატში "იუვენტუსის" თავკაცის პოსტზე. მისი გამარჯვებების პროცენტური მაჩვენებელი 75%-ია.

* ჟოფრეი კონდოგბიამ (ინტერი) "ემპოლისთან" მატჩში 8-ჯერ დაარღვია წესი, რაც სეზონის ანტირეკორდია.

* "პესკარამ" ელიტაში მატჩში სამი გოლი ბოლოს 1993 წელს გაიტანა.

* "ტორინო" პირველი გუნდია, რომელმაც ამ სეზონში პირველ 15 წუთში სამი გოლი გაიტანა.

* ტიმო ლეტშერტმა (სასუოლო) ამ სეზონში ყველაზე სწრაფი წითელი ბარათი მიიღო - მე-3 წუთზე (2:57).

Sportall.Ge

ლიგა 1: პსჟ და კავანი ტოპ-ფორმაში
* პსჟ-მა 2017 წელს ყველაზე მეტი მატჩი მოიგო (9) და ყველაზე მეტი გოლი (29) გაიტანა ევროპის ტოპ-5 ლიგაში.

* ედინსონ კავანიმ პსჟ-ში უკვე გაიტანა იმდენი გოლი, რამდენიც - "ნაპოლიში" (78).

* კავანიმ ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა, რაც მისი საუკეთესო სერიაა, რაც პსჟ-ში გადავიდა.

* კილიან მბაპე (მონაკო) ჟერემი მენეზის მერე (2005 წ. 17 წლისა და 8 თვის) ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ლიგა 1-ში ჰეთ თრიკი შეასრულა - ის 18 წლისა და 2 თვისაა.

* "გენგამმა" 4 გრანდის (პსჟ, მარსელი, მონაკო, ლიონი) წინააღმდეგ ამ სეზონში 4 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი მატჩი წააგო.

* ალექსანდრ ლაკაზეტმა (ლიონი) ზედიზედ მესამე სეზონში გაიტანა 20 და მეტი გოლი. ის პირველია პაულეტას მერე (2003) და პირველი ფრანგი ჟან-პიერ პაპენის (1992) მერე, ვინც ეს შეძლო.

* "რენის" მოუგებელი სერია 9 მატჩამდე გაგრძელდა.

* ანასტასიოს დონისი (ნიცა) პირველი ბერძენი ფეხბურთელია, ვინც ლიგა 1-ში გაიტანა 2006 წლის (ტავლარიდისი) მერე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული