10. უეინ რუნი, 31,2 კმ/სთ
მართალია, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავი თანდათან უახლოვდება საფეხბურთო სიბერის ასაკს, მაგრამ იგი მაინც საკმაოდ სწრაფ ფეხბურთელად რჩება. ყოველ შემთხვევაში, მას 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარება თავისუფლად შეუძლია. სხვათა შორის, ბევრი მიიჩნევს, რომ უეინმა ბოლო დროს სისწრაფე
"ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, გუნდში ჯერ კიდევ ყველაზე სწრაფი ვარ. ჩვენთან თამაშობენ ანტონიო ვალენსია, ლუკ შოუ, ანტონი მარსიალი." - ამბობდა "იუნაიტედის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ამ სეზონის დაწყების წინ.
9. ლიონელ მესი, 32,5 კმ/სთ
ბევრი მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. გასაგებია, რომ ის უდიდესი საფეხბურთო ინტელექტის მატარებელია, მაგრამ განსაკუთრებული სისწრაფე რომ არ ჰქონდეს, ეს ასე ნამდვილად ვერ იქნებოდა. როცა მესი მთელი სიმძლავრით რთავს ფეხებს, მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია.
"მინდორზე სისწრაფისა და აზროვნების სისწრაფის კუთხით მესის ტოლი არ ჰყავს. ორივე ამ კომპონენტში ის უბრალოდ საუკეთესოა." - ამბობს მესის ყოფილი თანაგუნდელი "ბარსელონაში" ჩავი. მასთან შეკამათება რთულია. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონამ" და მესიმ ცოტა ხნის წინათ "პარიზული შავი დღე" გამოიარეს.
8. თეო უოლკოტი 32,7 კმ/სთ
"არსენალისა" და ინგლისის ნაკრების ფლანგელი თავდამსხმელი წარმოუდგენლად სწრაფია. მამ ერთხელ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ფეხბურთელების ერთ-ერთ რეიტინგშიც კი დაიკავა პირველი ადგილი. უოლკოტის შეჩერება ყველას ძალიან უჭირს, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ ის ბოლომდე ვერ იყენებს თავის პოტენციალს. "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა უოლკოტი ასე გააფრთხილა:
"მას აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ მსოფლიოს ტოპკლასის ფეხბურთელი გახდეს. უბრალოდ, მან ბოლომდე უნდა ისწავლოს საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება."
7. კრიშტიანო რონალდო, 33,6 კმ/სთ
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ამ სიაშიც მოხვდა, ოღონდ აქ იგი საუკეთესო არ არის. ფიზიკური მომზადება და განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა კრიშტიანო რონალდოს საშუალებას აძლევს, სულ მწვერვალზე დარჩეს. პორტუგალიის ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელმა ჟოაო არეზუმ, რონალდოს მომავალზე ასე ილაპარაკა:
"კრიშტიანო არასოდეს გახდება ნელი ფეხბურთელი. ეს იმის მიუხედავად, რომ წლებს სისწრაფე მიაქვთ. უბრალოდ, წლების მატებასთან ერთად ის უფრო ახლოს ითამაშებს მოწინააღმდეგის კართან.".
6. აარონ ლენონი 33,8 კმ/სთ
კიდევ ერთი სწრაფფეხებიანი ფეხბურთელი ინგლისიდან, რომელიც ამჟამად "ევერტონის" ღირსებას იცავს. თავის დროზე, ინგლისურ ფეხბურთში ბევრისმნახველი ჰარი რედნაპი ლენონს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდა. ქებად იღვრებოდა ფაბიო კაპელოც.
"ის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ფეხბურთელია. ერთი-ერთზე მას შეუძლია, ნებისმიერი მცველი მოატყუოს. მე მას უდიდეს მომავალს ვუწინასწარმეტყველებ." - თქვა კაპელომ მაშინ, როცა ინგლისის ნაკრებს წვრთნიდა.
5. პიერ-ემერიკ ობამეიანგი, 34,6 კმ/სთ
გერმანული ბუნდესლიგის ერთ-ერთი მთავარი ბომბარდირის გამორჩეული კოზირი უდავოდ სისწრაფეა. საკმარისია, გაბონელმა თავისუფალ სივრცეში მიიღოს ბურთი, რომ მერე მის დევნას აზრი საერთოდ აღარ აქვს.
"თომას ტუხელის "დორტმუნდში" მოსვლის შემდეგ, მე კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ. ცდება ის, ვინც მხოლოდ სწრაფ მორბენალად და ათლეტად მიმიჩნევს. მე ბავშვობიდანვე მეგოლე ვიყავი." - თქვა ცოტა ხნის წინათ ობამეიანგმა.
4. ანტონიო ვალენსია, 35,1 კმ/სთ
ალბათ, სწორედ თავისი განსაკუთრებული სისწრაფის გამო გაძლო 8 წლის განმავლობაში ეკვადორელმა "მანჩესტერ იუნაიტედში". "წითელ ეშმაკებში" იცვლებოდნენ მწვრთნელები, ანტონიო ვალენსია კი უცვლელი იყო.
"ვალენსია ძალიან უხდება ჩვენს გუნდს. ის ძალიან სწრაფია და აწვდის შესანიშნავად." - ასე შეაფასა სამხრეთამერიკელის თამაში სერ ალექს ფერგიუსონმა. ჟოზე მოურინიო კი მას მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველად მიიჩნევს. ამ სიტყვების დასტურად 31 წლის ფეხბურთელთა კლუბის მიერ კონტრაქტის გაფორმება გამოდგება.
3. იურგენ დამი, 35,2 კმ/სთ
მექსიკელ გარემარბს, რომელსაც გერმანული სახელი აქვს, ევროპელი ქომაგი ნაკლებად იცნობს. ის ამ დრომდე სამშობლოში თამაშობს, დამმა მექსიკის ნაკრებში ხუთი მატჩი ჩაატარა. "ტიგრესის" ფეხბურთელის გადაბირებას სერიოზულად ცდილობდნენ ევროპელები, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამუვიდათ.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ სისწრაფით ლიონელ მესის, კრიშტიანოს და გარეთ ბეილს მადარებენ, სისწრაფე მართლაც ჩემი კოზირია." - ამბობს დამი.
2. ორლანდო ბერიო, 36 კმ/სთ
ცოტა ხნის წინათ, ამ კოლუმბიელი ფეხბურთელის თაობაზე საერთოდ არაფერი ვიცოდით. ზამთარში კი მისი გადაბირება "ზენიტმა" და ცსკა-მ მოიწადინეს. რუსეთში ბერიო ვერ მოხვდა. ის ზამთარში "ატლეტიკო ნასიონალმა" ბრაზილიურ "ფლამენგოში" გაყიდა. ის იმდენად სწრაფია, რომ სამხრეთ ამერიკაში უსეინ ბოლტს ადარებენ.
1. გარეთ ბეილი, 36,9 კმ/სთ
როგორ უნდა დავივიწყოთ ის გოლი, რომელიც 2014 წელს გაუტანა გარეთ ბეილმა "ბარსელონას" ესპანეთის თასის ფინალში? მატჩის მიწურულს ბეილმა მართლაც რომ არანორმალური სისწრაფე განავითარა. "უელსელი რაკეტა" ყვება, რომ სისწრაფეზე განსაკუთრებით არასოდეს უმუშავია.
"ვარჯიშებისას ბოლომდე ვიხარჯები, მაგრამ ვარჯიშებზე ამ კომპონენტზე გამორჩევით არასოდეს მიმუშავია. სკოლაში ზუსტად ისე დავრბოდი, როგორც სხვები. არასოდეს მყოლია მწვრთნელი სირბილში. მთელი საიდუმლო ისაა, რომ მთელი ძალით დავრბივარ." - ამბობს ბეილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რა ვიცი,აბა.
ესენი?