ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში ანალოგიური სურვილი მანამდე გერმანიამ დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს მსხვილი სანაკრებო ტურნირისთვის არასდროს უმასპინძლია. თურქეთი იყო პრეტენდენტი ევრო 2016-ის მასპინძლობაზე, მაგრამ საბოლოოდ ის ტურნირი საფრანგეთში გაიმართა. მოგვიანებით თურქებმა უარი განაცხადეს ევრო 2020-ის რამდენიმე მატჩის მასპინძლობაზე.