თურქეთმა ევროპის 2024 წლის ჩემპიოანტის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა

AutoSharing Option
უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, თურქეთმა ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა.

ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში ანალოგიური სურვილი მანამდე გერმანიამ დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს მსხვილი სანაკრებო ტურნირისთვის არასდროს უმასპინძლია. თურქეთი იყო პრეტენდენტი ევრო 2016-ის მასპინძლობაზე, მაგრამ საბოლოოდ ის ტურნირი საფრანგეთში გაიმართა. მოგვიანებით თურქებმა უარი განაცხადეს ევრო 2020-ის რამდენიმე მატჩის მასპინძლობაზე.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული