ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესი? ლევანდოვსკი? მბაპე!

AutoSharing Option
ვთქვათ, სეზონი დაიწყო 1-ელ თებერვალს. მაშინ ვინ იქნება ევროპის ტოპ-ლიგების ბომბარდირი? ლეო მესი 2017 წელს ძალიან პროდუქტიულია, მაგრამ პირველი ის არ არის - არგენტინელს 12 გოლი აქვს გატანილი, ერთით მეტი, ვიდრე რობერტ ლევანდოვსკის. პირველი კი "მონაკოს" 18 წლის ტალანტი კილიან მბაპეა (13), ვინც მთელი ევროპა აალაპარაკა - ფაქტია, ახალი ანრი "დაიბადა"...

პრემიერლიგა: 600
* რომელუ ლუკაკუ (ევერტონი) მხოლოდ მე-4 ფეხბურთელია პრემიერლიგის ისტორიაში, ვინც 24 წლის ასაკამდე 80-ზე მეტი გოლი გაიტანა (ოუენის, რუნისა და ფაულერის შემდეგ).

* რომელუ ლუკაკუ "ევერტონის" პირველი ფეხბურთელია,
ვინც სეზონში 20 გოლი გაიტანა გარი ლინეკერის (1985/86) შემდეგ.

* ენვერ ვალენსიამ (ევერტონი) გოლი მოედანზე გამოჩენიდან სულ რაღაც 69 წამში გაიტანა.

* კრეიგ შექსპირი (ლესტერი) პირველი მწვრთნელია პრემიერლიგის ისტორიაში, რომლის გუნდმა პირველ სამ შეხვედრაში თითოში 3 და მეტი გოლი გაიტანა.

* ვილიანმა (ჩელსი) სეზონში მე-6 გოლი გაიტანა. ეს მის კარიერაში საუკეთესო შედეგია, რაც პრემიერლიგაში თამაშობს.

* "ევერტონის" 15-მა ფეხბურთელმა გაიტანა პრემიერლიგის ამ სეზონში. ამ მაჩვენებლით კლუბი პირველ ადგილზეა.

* "არსენალმა" 5 ტურიდან 4-ში პირველად წააგო 1995 წლის მერე.

* ალექსის სანჩესს "არსენალის" 100 გოლში მიუძღვის წვლილი ყველა შეჯიბრებაში - 64 გოლი და 34 საგოლე პასი.

* "ლივერპულმა" ტოპ-6 გუნდთან ამ სეზონში 10 მატჩში 20 ქულა დააგროვა, მაშინ, როცა ბოლო 6 გუნდთან 10 მატჩში მხოლოს 19 ქულას მოუყარა თავი.

* ჯეიმს მილნერმა (ლივერპული) პრემიერლიგაში 47 მატჩში გაიტანა და ყველა ეს შეხვედრა მისმა გუნდმა არ წააგო.

* "ტოტენჰემმა" პრემიერლიგაში შინ ზედიზედ 10 მატჩი მოიგო. ამაზე გრძელი სერია "დეზებს" მხოლოდ 1987 წელს ჰქონდათ (14).

* "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც პრემიერლიგაში 600 მატჩი მოიგო.

Sportall.Ge

ლა ლიგა: მეპასე ნეიმარი
* "ვილიარეალთან" შეხვედრაში როკე მესამ (ლას პალმასი) 114 პასი გააკეთა, რომელთა 98,3% ზუსტი იყო.

* პამპლონის "ოსასუნამ" ზედიზედ მე-20 ტურში ვერ შეძლო გამარჯვება.

* "ოსასუნამ" ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაუშვა ევროპის ტოპ-5 ლიგაში - 67.

* ამ სეზონის ბასკურ დერბებში ყველაზე ცუდად "რეალ სოსიედადი" თამაშობს - მხოლოდ 4 ქულა.

* კაზემირომ (რეალი) ამ სეზონში 2 გოლი გაიტანა, რაც მეტია, ვიდრე მის წინა სამ სეზონში.

* ამ სეზონში კრიშტიანო რონალდომ პირველად მიაღწია ორნიშნა რიცხვებს, როგორც გოლებში, ისე საგოლე პასებში (ყველა შეჯიბრებაში) - მის ანგარიშზე 26 გოლი და 11 საგოლე პასია.

* კრიშტიანო რონალდოს 16 გოლი აქვს "ბილბაოს" კარში გატანილი, მაგრამ მას ჯერ ვერ გაუტანია ახალ "სან მამესზე" (4 მატჩი).

* კეილორ ნავასს (რეალი) ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი არიც ადურისმა (ბილბაო) გაუტანა - 4.

* პედრო ლეონმა "ეიბარის" სეზონის გოლების 29%-ში მიიღო მონაწილეობა.

* ანდრე გომეში გახდა პირველი პორტუგალიელი, რომელმაც "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში გაიტანა 2007 წლის მერე (დეკო).

* ნეიმარის ანგარიშზე ამ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასია (ყველა შეჯიბრებაში) ევროპის ტოპ-5 ლიგის ფეხბურთელებს შორის - 19.

* ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მაისურით (ყველა შეჯიბრებაში) მე-100 დუბლი შეასრულა.

* იაგო ასპასი "სელტას" პირველი ფეხბურთელია ფერნანდო ბაიანოს (2006/07) შემდეგ, რომელმაც ერთ სეზონში ლა ლიგაში 15 გოლი გაიტანა.

* იაგო ასპასი "სელტას" პირველი ფეხბურთელია გალისიიდან, ვინც "რიასორზე" გოლი გაიტანა ხუან ფერნანდესის (1971) შემდეგ.

* ანტუან გრიზმანის (ატლეტიკო) ანგარიშზე 11 საგოლე პასია, რაც მის წინა ორი სეზონის მაჩვენებელზე მეტია.

* დიეგო გოდინმა (ატლეტიკო) ლა ლიგაში მე-14 თავური გოლი გაიტანა.

* "ლეგანესმა" ბოლო სამ საშინაო მატჩში შეინახა კარი მშრალად.

ბუნდესლიგა: მიულერის დღე
* "დორტმუნდმა" ამ სეზონში ორივე მატჩი მოიგო, რომლებშიც ოპონენტმა მეტჯერ დაარტყა კარში.

* პიერ ემერიკ ობამეიანგმა (დორტმუნდი) ზუსტად იმდენი გოლი გაიტანა სეზონში, რამდენიც "ინგოლშტადტმა" - 23.

* "აინტრახტისა" და "ჰამბურგის" მატჩში ბუნდესლიგის სეზონის ანტირეკორდი დაფიქსირდა - მხოლოდ 1 ზუსტი დარტყმა კარში.

* "ჰამბურგის" ბობი ვუდმა რეკორდული სიჩქარე განავითარა - 34.06 კმ/სთ.

* კირიაკოს პაპასტატოპულოსმა (ჰამბურგი) ბუნდესლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა.

* პირველად მოხდა, რომ სამმა ავსტრიელმა ბუნდესლიგის ერთ მატჩში (ვერდერი-ლაიპციგი) გაიტანა.

* ბოლო 6 ტურია, "დარმშტადტს" სტუმრად გოლი ვერ გააქვს.

* "ჰოფენჰაიმმა" ბუნდესლიგაში 250-ე გოლი გაიტანა.

* ანტონი მოდესტემ (კიოლნი) ბუნდესლიგის ზედიზედ ორ მატჩში პირველად გაიტანა სულ მცირე, 2-2 გოლი.

* მარიო გომესმა (ვოლფსბურგი) ბუნდესლიგაში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე "დარმშტადტმა" - 147 141-ის წინააღმდეგ.

* ანტონი მოდესტემ ბუნდესლიგაში მეორედ შეასრულა ჰეთ-თრიკი.

* 14 წლის პაუზის მერე მიუნხენის "ბაიერნმა" "გლადბახს" ბუნდესლიგის მატჩში გოლი არ გაატანინა.

* მიუნხენის "ბაიერნი" 19 მატჩია, დაუმარცხებელია (17 მოგება, 2 ფრე). აქედან ბოლო 6 მოიგო.

* თომას მიულერმა (ბაიერნი) ბუნდესლიგაში 93-ე გოლი გაიტანა და კლუბის მეგოლეებში ჯოვანი ელბერს (92) გადაუსწრო.

* "ბაიერნმა" 2006 წლის მერე ყველაზე ხანდაზმული 11-ეული ათამაშა - საშუალო ასაკი 30 წელი და 10 დღე.

* თომას მიულერმა "ბაიერნის" მაისურით 250-ე მატჩი ითამაშა.

Sportall.Ge

სერია A: სუპერტრიო
* 7 - "მილანს" ყველაზე მეტი მოგება აქვს ელიტის გუნდებს შორის ანგარიშით 1:0.

* მატი ფერნანდესმა (მილანი) 391-დღიანი პაუზის მერე გაიტანა ჩემპიონატში.

* ჟოფრეი კონდოგბიამ "ინტერის" მაისურით 50-ე მატჩში მეორე გოლი გაიტანა.

* "ნაპოლი" ერთადერთი გუნდია ევროპის ტოპ-5 ლიგაში, რომლის სამმა ფეხბურთელმაც (მერტენსი, ინსინიე, ჰამშიკი) შეძლო სეზონში 10 და მეტი გოლის გატანა.

* "რომამ" ამ სეზონში ყველაზე მეტი მატჩი მოიგო მას მერე, რაც აგებდა - 4.

* ედინ ჯეკომ (რომა) ბოლოს სამჯერვე გაიტანა, რაც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში.

* მოჰამედ სალაჰის (რომა) 10-დან 9 გოლი "ოლიმპიკოზე" გავიდა.

* "ნაპოლიმ" ზედიზედ 5 ტურში საგარეო მატჩებში ისტორიაში პირველად იმარჯვა.

* დრის მერტენსმა (ნაპოლი) საგარეო მატჩებში 12 გოლი გაიტანა. ევროპის ტოპ-5 ლიგაში მეტი მხოლოდ ედინსონ კავანის აქვს გატანილი.

ლიგა 1: "მწვანეების" საიუბილეო გამარჯვება
* "ბასტიამ", როგორც იქნა, შეწყვიტა გაძევებების სერია, რომელიც 4 ტურს ითვლიდა. 2017 წელს კორსიკულმა კლუბმა ჩემპიონატში 11 მატჩი გამართა და 8-ში "ბასტიას" ფეხბურთელი გაუძევეს (ჯამში 9 წითელი ბარათი).

* "ტულუზმა" 2012 წლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა საშინაო მატჩში კარში ზუსტად დარტყმა.

* "ბორდომ" შეჯიბრების ისტორიაში პირველად დაამარცხა "მონპელიე" 4 ან მეტი გოლის სხვაობით.

* ალექსანდრ ლაკაზეტმა ამ სეზონში 25 გოლში მიიღო მონაწილეობა (23 გოლი, 2 საგოლე პასი), რაც ფრანგ ფეხბურთელებში საუკეთესო მაჩვენებელია.

* ევროპის ტოპ-5 ლიგაში, თებერვლიდან მოყოლებული, ყველაზე მეტი გოლი კილიან მბაპეს აქვს გატანილი - 13.

* "ლიონმა" ამ სეზონში 29 მატჩიდან 11 წააგო, რაც ამ გუნდისთვის უარესი შედეგია 1997/98 წლების სეზონის შემდეგ.

* "სენტ ეტიენმა" ლიგა 1-ში მეათასე მატჩი მოიგო. ამ ტიტულოვან გუნდს მხოლოდ "მარსელი" (1054) და "ბორდო" (1018) უსწრებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული