შეწყვეტილი მატჩი: ფანმა სენეგალელი ფეხბურთელი "შებოჭა"

AutoSharing Option
სენეგალისა და კოტ დ'ივუარის ამხანაგური მატჩი, რომელიც პარიზში იმართებოდა, დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაიშალა.

ფრანგმა მსაჯმა ტონი შაპრონმა მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც ფანები მინდორზე შეიჭრნენ. სენეგალი "ლივერპულის" ლიდერის, სადიო მანეს გოლით დაწინაურდა, მაგრამ ბი სირიაკმა მალევე გაათანაბრა.

88-ე წუთზე კი გულშემატკივრები ვეღარ შეაკავეს. თვითმხილველი ჟურნალისტების თქმით, ფანებს უბრალოდ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა სურდათ და ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ერთმა გულშემატკივარმა რაგბის ილეთი გამოიყენა და სენეგალელი ლამინე გასამა "შებოჭა". ასეა თუ ისე, ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაიმე გაუთვალისწინებელი მომხდარიყო,
მოთამაშეების დიდი ნაწილი უმალვე გაიქცა მინდვრიდან.

დიდი საყვედურები არ ასცდებათ ორგანიზატორებს, რომელთა მხრიდანაც შეცდომები იქნა დაშვებული და უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული